[VIDEOS] ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
უეფას ევროპალიგის მე-5 ტურში "ბეშიქთაში" ბეერ-შევას "ჰაპოელს" ქალაქ ბათუმში უპირისპირდებოდა, თუმცა ტრიბუნებზე და მოედანს მიღმა სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 25-ე წუთზე მატჩი შეწყდა.
თურქული კლუბის გულშემატკივრები ქართველ სამართალდამცველებს როგორც ტრიბუნებზე, ასევე მოედნის გარეთ დაუპირისპირდნენ. თურქული მედიის, 23 Derece-ს ცნობით, პოლიციამ თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა და რამდენიმე ქომაგი დააკავეს.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრის ნეიტრალურ სტადიონზე, ბათუმში გადმოტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელურ კლუბს "ბეშიქთაშის" საშინაო მოედანზე, თურქეთში თამაშის უფლება არ მისცეს.
![[VIDEOS] ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fsportall.ge%2Fmedia%2Fuploads%2F2026%2F11-26%2Fbefunky-collage-34-1795715662_clone.jpg&w=3840&q=75)