ორიგინალი
"გრანდიოზული თვითმკვლელობა საქართველოსთან და თვალცრემლიანი კაპიტანი" - ბერძნებმა წაგება მტკივნეულად აღიქვეს
სპორტოლი

"გრანდიოზული თვითმკვლელობა საქართველოსთან და თვალცრემლიანი კაპიტანი" - ბერძნებმა წაგება მტკივნეულად აღიქვეს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე საბერძნეთი 92:88 დაამარცხა. ოვერტაიმში წაგება ბერძნებმა მტკივნეულად განიცადეს.

Fosonline: „ეს იყო კატასტროფა და თვითმკვლელობა, რომელიც ათენში მოვიწყვეთ. ახლა მსოფლიოს 2027 წლის პირველობაზე გასასვლელად შესარჩევი ტურნირის სამივე დარჩენილი მატჩის მოგებაა აუცილებელი“.

Sdna: „ჩვენმა ნაკრებმა საქართველოსთან შეხვედრაში სუიციდი ჩაიდინა, როდესაც დამატებით დროში 7 ქულით იგებდა და საბოლოოდ დამარცხდა. საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად შეიძლება სამივე თამაშის მოგებაც კი არ აღმოჩნდეს საკმარისი“.

Sportday: „გრანდიოზული თვითმკვლელობა - მსოფლიო პირველობაზე გასასვლელად მცირე შანსები დაგვრჩა. მტკივნეული მარცხი ჩვენივე შეცდომების ბრალია“.

sport24 წერს, რომ ფსოქოლოგიურად განადგურებულ, ბეძნების კაპიტანს, კოსტას პაპანიკოლაუს ნამატჩევს დანა პირს არ უხსნიდა და ბლიც-ინტერვიუსას თვალცრემლიანი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ვერაფერს გეტყვით, მომხდარი ვერაფრით ამიხსნია. საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში ტრავმირებული დინოს მიტოღლუც ძალიან დაგვაკლდა“.

ელადელთა გაღიზიანებულმა მწვრთნელმა ვასილის სპანულისმა შემდეგი განაცხადა: „არ მინდა იმათზე ლაპარაკი, ვინც ვერ დაგვეხმარა. ის კალათბურთელები იყვნენ ჩემს განკარგულებაში, რომლებიც იყვნენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. იმედგიცრუებული ვარ. კონცენტრაცია დავკარგეთ. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩასაგდები ბურთებიც ვერ ჩავაგდეთ. რას იზამ, ასეთია სპორტი. წინსვლა გვჭირდება, ესპანეთთან დაპირისპირება გველოდება“.

2-berdzeni-1795735064.jpg
2-berdzeni-1795735064.jpg
სრული სტატია წყაროზეწყარო: sportall.ge
  1. მთავარი
  2. სპორტოლი
  3. "გრანდიოზული თვითმკვლელობა საქართველოსთან და თვალცრემლიანი კაპიტანი" - ბერძნებმა წაგება მტკივნეულად აღიქვეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სპორტოლი·02:39

შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპორტოლი·00:29

[VIDEO] შენგელიასა და რიდის სუპერდუეტი, ქამბექი ოვერტაიმში და "თოკოს" ცრემლები - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა!

[VIDEO] შენგელიასა და რიდის სუპერდუეტი, ქამბექი ოვერტაიმში და "თოკოს" ცრემლები - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა!
სპორტოლი·00:15

"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
სპორტოლი·23:37

[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!

[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.