ორიგინალი
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
სპორტოლი

რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება

რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მის მიერ ორგანიზებულ კაცთა ჩემპიონატებში (ჩემპიონატი, ალაფა, კონფერენცი) 2027/2028 წლების სეზონიდან მასშტაბური ცვლილებები განხორციელდება.

ჩემპიონატში, სადაც ბორჯღალოსნები მისი დაარსების დღიდან, 2000 წლიდან თამაშობენ, ძველი ფორმატი აღდგება და მონაწილეთა რაოდენობა ექვსამდე შემცირდება. თითოეული მონაწილე წლის განმავლობაში ხუთივე მეტოქეს შეხვდება და ჩემპიონი ის ნაკრები გახდება, რომელიც ხუთი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იქნება.

ასეთი სისტემა 2023 წლამდე მოქმედებდა, რის შემდეგაც რაგბი ევროპამ მონაწილეთა რაოდენობა რვამდე გაზარდა და გუნდები ორ ჯგუფში გადაანაწილა. დაინერგა ფლეი ოფის - ნახევარფინალისა და ფინალის სისტემა.

აღსანიშნავია, რომ 2027 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატში კვლავ რვა გუნდი ითამაშებს. საქართველო ა ჯგუფში რუმინეთთან, ბელგიასთან და პოლონეთთან ითამაშებს, ბ ჯგუფში კი პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია მოხვდნენ. ჯგუფების ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა, იქ გამარჯვებულები კი 14 მარტს ფინალში, ბუქარესტში თასისთვის იბრძოლებენ.

2027 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მე-7 და მე-8 ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად დაქვეითდებიან ალაფაზე, ხოლო მეექვსეადგილოსანი, 2027 წლის ალაფას ჩემპიონთა ასვლა/დარჩენაზე ითამაშებს და უკეთესი 2028 წელს უძლიერეს ექვს გუნდს შორის იქნება.

რაგბი ევროპის განცხადებით, ეს ცვლილება შედეგზე ორიენტირებულ სატურნირო გარემოს შექმნის.

შეგახსენებთ, ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 17-ჯერ აქვთ მოგებული, ექვსჯერ მეორე ადგილს დასჯერდა, ერთხელ კი მესამე ადგილი დაიკავა. 5-ჯერ პირველ ადგილზე რუმინეთი, ორჯერ კი პორტუგალია გავიდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: sportall.ge
  1. მთავარი
  2. სპორტოლი
  3. რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება

თემა: ევროპის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • რუსთავი 2·00:01
    პრემიერი: სამივე მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, იმედი გვაქვს, კვლავ მოახერხებს ევროპა და ევროკავშირი სწორ გზაზე დადგომას
  • ფორმულა·23:48
    რეინჰოლდ ლოპატკა: საქართველო ევროპა შენი სახლია
  • პრაიმტაიმი·23:33
    მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით - ირაკლი კობახიძე
  • ფრონტნიუსი·23:23
    ირაკლი კობახიძე - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპა მოახერხებს აღორძინებას და საბოლოო ჯამში ჩვენ გავხდებით სწორედ ღირსეული ევროკავშირის წევრი
ევროპის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სპორტოლი·00:09

დავითაშვილმა გაიტანა - "სენტ-ეტიენმა" თასზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

დავითაშვილმა გაიტანა - "სენტ-ეტიენმა" თასზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
სპორტოლი·21:47

[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" განადგურდა

[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" განადგურდა
სპორტოლი·21:24

იეგოიანის მორიგი კარგი მატჩი - "ექსელსიორმა" ისევ გაიმარჯვა

იეგოიანის მორიგი კარგი მატჩი - "ექსელსიორმა" ისევ გაიმარჯვა
სპორტოლი·20:39

ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა, მისმა გუნდმა კი 5:0 გაიმარჯვა

ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა, მისმა გუნდმა კი 5:0 გაიმარჯვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.