[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანომ" "ბეტისს" სძლია
ლა ლიგის მე-14 ტურში „რაიო ვალეკანომ“ გასვლაზე „ბეტისი“ 1:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - შეფასებები: Flashscore 6.8, Sofascore 6.6, Whoscored 6.5.
„რაიო ვალეკანომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოიგო, 15 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 2 დეკემბერს ჩაატარებს - თასის 1/32-ფინალში გასვლაზე ქვედალიგურ „ევროპას“ დაუპირისპირდება.
სევილია. „ლა კარტუხა“
ბეტისი - რაიო ვალეკანო 0:1
გოლი: დე ფრუტოსი (72)
![[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანომ" "ბეტისს" სძლია](/_next/image?url=https%3A%2F%2Fsportall.ge%2Fmedia%2Fuploads%2F2026%2F11-28%2F1-raio-valekano-1795877421_clone.jpg&w=3840&q=75)