[VIDEO] კვერნაძის 74 წუთი, ბობჩეკის ჰეთ-თრიკი - "ფროზინონემ" "პარმა" დაამარცხა
სერია A-ს მე-13 ტურში „ფროზინონემ“ სახლში „პარმას“ 3:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ 74-ე წუთამდე ითამაშა - შეფასებები: Whoscored 7.3, Sofascore 6.8, Flashscore 6.7.
ჰეთ-თრიკი 25 წლის სლოვაკმა თავდამსხმელმა ტომაშ ბობჩეკმა შეასრულა.
„ფროზინონემ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, ამ მომენტისთვის 23 ქულით მე-6 ადგილზეა და 5 დეკემბერს „ინტერს“ უმასპინძლებს.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - პარმა 3:0
გოლები: 1:0 ბობჩეკი (55), 2:0 ბობჩეკი (61), 3:0 ბობჩეკი (79)
![[VIDEO] კვერნაძის 74 წუთი, ბობჩეკის ჰეთ-თრიკი - "ფროზინონემ" "პარმა" დაამარცხა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fsportall.ge%2Fmedia%2Fuploads%2F2026%2F11-28%2F2-kvernadze-1795880648_clone.jpg&w=3840&q=75)