ორიგინალი
ზელენსკი - „ვიზიტი, რომელიც აუცილებლად დადებით შედეგებს მოიტანს“
რადიო თავისუფლება·21:30

ზელენსკი - „ვიზიტი, რომელიც აუცილებლად დადებით შედეგებს მოიტანს“

24 ნოემბერი, 2026 · 21:30

24 ნოემბერს უნგრეთის პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი უკრაინის დასავლეთში მდებარე იმიერკარპატეთის ოლქში ჩავიდა, სადაც ის ხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრა უნგრული თემის წარმომადგენლებთან. მადიარს უკრაინაში ვიზიტისას ახლავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი.

ვიზიტის დაწყებისას მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„გადავკვეთეთ უნგრეთ-უკრაინის საზღვარი და ჩავედით იმიერკარპატეთში. ღმერთმა დალოცოს ყველა უნგრელი შინ და მთელ მსოფლიოში!“.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ეს არის უნგრეთის პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი იმიერკარპატეთში 2015 წლის შემდეგ.

იმიერკარპატეთში უნგრული ეთნიკური უმცირესობა, 2001 წლის აღწერით, ოლქის მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შეადგენდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - თითქმის განახევრდა, ომის ფონზე აქტიური მიგრაციის გამო.

მადიარის ვიზიტის დაწყების აღსანიშნავი ტექსტი და ვიდეომასალა გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის საიტზეც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნა უკრაინაში უნგრეთის ახალი პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტის დაწყება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ქალაქ უჟჰოროდში პატივი მიაგეს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას:

“ჩვენი შესაძლებლობა - ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში და ჩვენი მეზობლებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება უდიდეს ფასად ჯდება, რომელსაც უკრაინა იხდის ყოველდღიურად. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ყველა, ვინც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გაწირა. მარადიული ხსოვნა უკრაინის დაღუპულ დამცველებს”.

უნგრეთის ლიდერმაც აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან მისვლითა მეომართა ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო და რომ უჟჰოროდის ძმათა სასაფლაოზე მინიმუმ ათი უნგრელი სამხედრო განისვენებს:

“ერთ-ერთი უნგრული წარმოშობის ჯარისკაცი, რომელიც აქ არის დაკრძალული, მეზღვაური იყო და რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი 2022 წელს.

ბოლოს აქ ვიყავი 2024 წლის ზაფხულში, კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს მონახულების შემდეგ, გზად შინისკენ“.

მადიარის სიტყვებით, უნგრეთი უკრაინას ეხმარება ერთი მილიარდი უნგრული ფორინტის (დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ევრო - რ.თ.) ენერგოტექნიკით, მედიკამენტებითა და ავტომანქანებით. გარდა ამისა, უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმიერკარპატეთში მცხოვრები უნგრელი უმცირესობისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა მილიარდი ფორინტის დახმარება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ზელენსკი - „ვიზიტი, რომელიც აუცილებლად დადებით შედეგებს მოიტანს“

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:41

რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი

რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი
რადიო თავისუფლება·20:19

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“
რადიო თავისუფლება·20:11

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში
რადიო თავისუფლება·19:06

„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან

„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.