ორიგინალი
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ხარკოვში იმყოფებოდა
რადიო თავისუფლება·22:42

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ხარკოვში იმყოფებოდა

24 ნოემბერი, 2026 · 22:42

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი 24 ნოემბერს ხარკოვში ჩავიდა. სტრიტინგი ბრიტანეთის პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრის მანძილზე მდებარე ამ ქალაქს ეწვია.

ის უკრაინელ სამხედროებს შეხვდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. სტრიტინგი შეხვდა უკრაინის თავდაცვის მინისტრ იევჰენი ხმარას.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ლონდონი დამატებით RapidRanger-ის ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტების გამშვებებს გადასცემს უკრაინას, რაც არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირად თხოვნაზე პასუხი:

„RapidRager-ები ეფექტიანად გამოიყენება უკრაინის მიერ რუსეთისგან მომდინარე საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ, პროპელერიანი და რეაქტიულძრავიანი Shahed-ის დრონების ჩათვლით. დამატებითი ტექნიკა უკრაინას დაეხმარება ხალხის, ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის პუტინის თავდასხმებისგან დასაცავად“.

ბრიტანეთისგან ახალი დახმარება მოჰყვა პრემიერმინისტრისა და თავდაცვის მინისტრის განცხადებებს 500 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფაზე. ეს თანხა მოხმარდება ათასი ერთეული შორი მანძილის, საზღვაო, ლოგისტიკური და სადაზვერვო დრონის მიწოდებას უკრაინისთვის, აგრეთვე - რადარებისა, რომლებიც უკრაინას დაეხმარება რუსეთის საჰაერო თავდასხმების დროულად გამოვლენაში. უკრაინას გადაეცემა აგრეთვე ათასი ერთეული ახლო მანძილის თავდაცვითი რაკეტა და მათი გამშვებები.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ახლახან, კიევში ვიზიტისას შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მათ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინის მიერ ბრიტანეთში თავდასხმითი დრონების ქარხნების შექმნას, წარმოების მოცულობის გაზრდას.

უეს სტრიტინგმა განაცხადა:

“ხარკოვში ვიზიტისას შთამბეჭდავია იმის ხილვა, რამდენმა ადამიანმა თქვა უარი ნორმალურ სამსახურსა და ცხოვრებაზე, ჩაიცვა ფორმა და წავიდა საომრად საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და თვით არსებობის დასაცავად.

კვირიდან კვირამდე უდანაშაულო უკრაინელები არიან პუტინის ომის მანქანის ყველაზე საშინელი ბოროტმოქმედების მსხვერპლნი. ადამიანებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. თუკი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ჩვენ ყველანი უფრო სუსტები და უფრო მოწყვლადები ვიქნებით”.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ მიმდინარე თვეში პოლონეთმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა წარმატებით ჩაატარეს - “მრავალეროვნული ძალა - უკრაინის” პირველი მასშტაბური წვრთნა, რომელმაც აჩვენა როგორ იმოქმედებენ პარტნიორი სახელმწიფოები უკრაინის შეიარაღებული ძალების დასაცავად და უზრუნველყოფისთვის, მას შემდეგ, რაც დასრულდება შეიარაღებული დაპირისპირება.

24 ნოემბერსვე, მოგვიანებით დაიწყო უკრაინის თავდაცვის მინისტრ იევჰენი ხმარას სამუშაო ვიზიტი ნორვეგიის დედაქალაქში. ოსლოში ის შეხვდა მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ტორე ო.სანდვიკს. მომავალ წელს უკრაინისთვის ნორვეგიის დახმარება მინიმუმ 7 მილიარდ დოლარს შეადგენს და უპირატესად მოხმარდება საჰაერო თავდაცვასა და უპილოტო სისტემებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ხარკოვში იმყოფებოდა

თემა: მინისტრი

ამ თემას 8 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·20:50
    აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამით კუმარ მიშრას შეხვდა
  • იმედი·20:46
    აზერბაიჯანში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა - რა საკითხები განიხილეს მაღალი დონის შეხვედრებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • რუსთავი 2·16:45
    მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა
  • ნეტგაზეთი·16:01
    “მოლდოვაში ევროპული ინტეგრაციის იდეის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებამ შეასრულა” — მინისტრი
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:41

რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი

რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი
რადიო თავისუფლება·20:19

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“
რადიო თავისუფლება·20:11

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში
რადიო თავისუფლება·19:06

„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან

„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.