ორიგინალი
ბურჭულაძე და სხვა პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - რეზოლუციის პროექტი
რადიო თავისუფლება·23:09

ბურჭულაძე და სხვა პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - რეზოლუციის პროექტი

24 ნოემბერი, 2026 · 23:09

რადიო თავისუფლება გაეცნო ევროპარლამენტის რეზოლუციის შეთანხმებულ პროექტს, რომელიც პაატა ბურჭულაძის საქმესა და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.

დოკუმენტში შეტანილია ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. მათ შორის დასახელებული არიან პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.

პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 25 ნოემბერს გაიმართება, კენჭისყრა კი 26 ნოემბერსაა დაგეგმილი.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ აქვს.

ბურჭულაძის საქმე და პატიმრობის პირობები

პროექტის ავტორები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც 71 წლის საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტ პაატა ბურჭულაძეს 2026 წლის მაისში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ საქმე 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება. ბურჭულაძე ბრალდებებს უარყოფს.

ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და სასჯელის თანაზომიერებას. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ბურჭულაძის ხანგრძლივ იზოლაციაზე, გარე სამყაროსთან კონტაქტის მკაცრ შეზღუდვასა და არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე.

პროექტის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ბურჭულაძისთვის სათანადო სამედიცინო და იურიდიული დახმარება და მისცეს მას ოჯახთან რეგულარული ურთიერთობის შესაძლებლობა. დოკუმენტის თანახმად, ბურჭულაძეს, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა, საკონსულოს წარმომადგენლებთან დაუბრკოლებლად შეხვედრის საშუალებაც უნდა ჰქონდეს.

ვისთვის ითხოვენ სანქციებს

პროექტის ავტორები ევროკავშირს კვლავ მოუწოდებენ, მიზნობრივი სანქციები და სავიზო აკრძალვები დაუწესოს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს. დოკუმენტში დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე. მოწოდება ეხება სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც, ასევე მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცველებს.

ავტორების შეფასებით, ბურჭულაძის საქმე უნდა განიხილებოდეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესუსტებისა და რუსეთის მზარდი გავლენის ფონზე. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ისინი ასევე მოითხოვენ, დამოუკიდებლად გამოიძიონ ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების, მათი დაშინებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ძირითადი უფლებების დაცვა.

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ბურჭულაძე და სხვა პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - რეზოლუციის პროექტი

თემა: პროექტი

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • BM.GE·20:45
    სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება
  • რუსთავი 2·18:39
    თბილისის ისტორიულ ქარვასლაში პროექტი სახელწოდებით - "შემდეგი გაჩერება - თბილისი" გაიხსნა
  • იმედი·18:11
    შალამბერიძე ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე: ამას ყველაზე არასერიოზულ რეზოლუციას დავარქმევდი - ფაქტები დამახინჯებულად აქვთ მოყვანილი და ჯიუტად განაგრძობენ მტკიცებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან
  • ფორბს საქართველო·14:52
    წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
პროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:41

რელიგიური ცენზის გაუქმება? ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი

რელიგიური ცენზის გაუქმება? ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი
რადიო თავისუფლება·20:19

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“

ანუ არ გამოვიდეთ, ხო? – ყიფიანსა და „კაწროს“ ასამართლებენ საქმეზე, რის გამოც „ფეიქრიშვილის საკანში აღმოჩნდნენ“
რადიო თავისუფლება·20:11

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში

შვილის გაჩენის ფასი - ქალები გვიყვებიან, რა გზას გადიან უშვილობასთან ბრძოლაში
რადიო თავისუფლება·19:06

„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან

„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.