ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა საწვავით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებას
30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ცენტრალურ წრიულ ავტომაგისტრალზე, სადაც 25 ნოემბერს ღამით, საწვავით დატვირთული ავტომანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა და აფეთქდა.
ცეცხლი სწრაფად მოედო ახლოს მყოფ მსუბუქ ავტომობილებს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 31 ადამიანი და 21 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საწვავით დატვირთული ავტომანქანის მძღოლმა მართვაზე კონტროლი მას შემდეგ დაკარგა, რაც მის წინ გზაზე ჩამოვარდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის კაბელი.
საქმეს ეგვიპტის გენერალური პროკურატურა იძიებს.
ეგვიპტის პრეზიდენტმა ალ-სისიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობას დაავალა ამ ოჯახების და დაშავებულების დახმარება.
