ორიგინალი
ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ესაუბრნენ
რადიო თავისუფლება·18:21

ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ესაუბრნენ

26 ნოემბერი, 2026 · 18:21

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ევროპალრამენტის რეზოლუციას.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

რა ფორმატით შეხდგა ელჩთან მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა, უცნობია.

დღეს, 26 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტს მხარი 441 დეპუატატმა დაუჭირა,47 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის ავტორები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც 71 წლის საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა 2026 წლის მაისში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რეზოლუციის მიიღებას წინ უძღვოდა 25 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაართული დებატები.

15 ევროპარლამენტარიდან 14-მა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მხოლოდ ფრანგმა დეპუტატმა ტიერი მარიანიმ დაიცვა. რამდენიმე გამომსვლელმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.

რეზოლუციის დეტალები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

„ქართული ოცნების“ გამოხმაურებები

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ „აბსურდშია შესული კონკრეტულად ევროპარლამენტი ამ შემთხვევაშიც“ - კობახიძემ ეს კომანეტარი რეზოლუციის მიღებამდე, თუმცა მასზე 25 ნოემბერს გამართული დებატების შემდეგ გააკეთა:

„რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული....ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშუალებისა, ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით, ეს ადამიანები ჩვენ გავათავისუფლეთ იმიტომ, რომ პირობას ვიცავთ... ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ესაუბრნენ

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 149 სტატია.

  • ფორმულა·18:55
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • იმედი·18:47
    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს
  • რუსთავი 2·15:16
    რუსეთი დღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს შვიდჯერ მეტ ალკოჰოლურ სასმელს, იმპორტს აკეთებს, ვიდრე საქართველოდან - შალვა პაპუაშვილი
  • კვირის პალიტრა·12:37
    "ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?!. თავის თავს დააბრალონ...ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს" - გიორგი შარაშიძე
ევროკავშირისევროპარლამენტმარეზოლუცია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·18:26

პროკურატურა არ უარყოფს, რომ მაღაროელი მეფარიძის ოჯახში „ინფორმირების მიზნით“ პოლიცია მიაგზავნა

პროკურატურა არ უარყოფს, რომ მაღაროელი მეფარიძის ოჯახში „ინფორმირების მიზნით“ პოლიცია მიაგზავნა
რადიო თავისუფლება·18:10

ევროპარლამენტმა მიიღო პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში პოლიტიკური პატიმრების" შესახებ რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში პოლიტიკური პატიმრების" შესახებ რეზოლუცია
რადიო თავისუფლება·16:08

სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი

სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი
რადიო თავისუფლება·15:23

სუროგატი ქალის სიკვდილი - გარდაცვალების შესახებ ცნობილი თითქმის ორი კვირის შემდეგ ხდება

სუროგატი ქალის სიკვდილი - გარდაცვალების შესახებ ცნობილი თითქმის ორი კვირის შემდეგ ხდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.