ორიგინალი
ტამბოვის ოლქის ყოფილ გუბერნატორს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რადიო თავისუფლება·14:15

ტამბოვის ოლქის ყოფილ გუბერნატორს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

27 ნოემბერი, 2026 · 14:15

ტამბოვის ოლქის სოსნოვსკის რაიონულმა სასამართლომ რეგიონის ყოფილ გუბერნატორს, მაქსიმ ეგოროვს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 11 წლით პატიმრობა და 406 მილიონი რუბლის (თითქმის 13 მლნ ლარი) ოდენობით ჯარიმა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

პროკურატურა ეგოროვისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 400 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმას ითხოვდა.

გამოძიების ვერსიით, ეგოროვი, რომელიც ტამბოვის ოლქს 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა, მფარველობდა და პრივილეგირებულ პირობებს უქმნიდა თავის მეგობარს, კომპანია „გაზპრომ გაზორასპრედელენიე ტამბოვისა“ და „გაზპრომ მეჟრეგიონგაზ ტამბოვის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, რომან სტეფანოვს. სანაცვლოდ კი მისგან ფულად თანხებს, ქონებასა და მომსახურებას იღებდა. სტეფანოვისგან მიღებული სარგებლის საერთო ღირებულება 84 მილიონ რუბლად არის შეფასებული.

ეგოროვი 2025 წლის ივლისში დააკავეს, როდესაც ის უკვე აღარ იკავებდა გუბერნატორის თანამდებობას. გამოცემა „კომერსანტი“ წერდა, რომ ეგოროვის წინააღმდეგ ჩვენება მისცა სტეფანოვმა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის საქმეზე დააკავეს.

სტეფანოვის განცხადებით, ის გუბერნატორისთვის იხდიდა მოსკოვში ბინის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, აფინანსებდა აგარაკის მოვლა-პატრონობასა და ანექსირებულ ყირიმში დასვენებას.

2024 წლის ბოლოს ეგოროვის გადადგომის შემდეგ ტამბოვის ოლქის ხელმძღვანელი გახდა ევგენი პერვიშოვი, კრასნოდარის ყოფილი მერი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი. ის მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი პროგრამა „გმირების დროის“ ფარგლებში მომზადება გაიარა.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვში დააკავეს და მოგვიანებით კორუფციაში ეჭვმიტანილის სტატუსით პატიმრობა შეუფარდეს მურმანსკის ოლქის გუბერნატორს, ანდრეი ჩიბისს. რეგიონის მოქმედი ხელმძღვანელის დაკავების ეს პირველი შემთხვევა იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩიბისი თანამდებობიდან უკვე გადაყენებულია.

ეგოროვი და კიდევ რამდენიმე სხვა თანამდებობის პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დააკავეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ტამბოვის ოლქის ყოფილ გუბერნატორს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·14:03

საფეხბურთო დაძაბულობა ბათუმში: თურქმა კოლეგამ პაატა სალიასაც დაურეკა

საფეხბურთო დაძაბულობა ბათუმში: თურქმა კოლეგამ პაატა სალიასაც დაურეკა
რადიო თავისუფლება·12:46

ამბავი დაკარგულ სამშობლოზე და დაკარგულ დროზე

ამბავი დაკარგულ სამშობლოზე და დაკარგულ დროზე
რადიო თავისუფლება·12:33

ორი განცხადება 28 ნოემბრის აქციაზე - „ალიანსი“ მსვლელობას თსუ-დან უერთდება, ენმ - ავლაბრიდან

ორი განცხადება 28 ნოემბრის აქციაზე - „ალიანსი“ მსვლელობას თსუ-დან უერთდება, ენმ - ავლაბრიდან
რადიო თავისუფლება·12:02

ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანა

ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.