ორიგინალი
თურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე პატიმრობა მიესაჯა
რადიო თავისუფლება·15:26

თურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე პატიმრობა მიესაჯა

27 ნოემბერი, 2026 · 15:26

საქართველოს სააპელაციო სასამართლომ 27 ნოემბერს შეცვალა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი მეჰმეთ უიარი ამავე კლუბის 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ფეხბურთელის ადვოკატმა ანა თავხელიძემ ფეისბუკზე დაწერა.

გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ - მოსამართლეებმა ბესიკ ბუგიანიშვილმა, გიორგი კერატიშვილმა და ნინო ჩახნაშვილმა - მიიღო.

თავხელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სხდომა სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე დღეს გაიმართა. ადვოკატი სხდომას არ დასწრებია. მისი თქმით, განაჩენის შესახებ პროკურორისგან შეიტყო.

ადვოკატის ინფორმაციით, სხდომას არც მეჰმეთ უიარი არ დასწრებია. თავხელიძემ არ იცის, იმყოფება თუ არა უიარი საქართველოში. მისი განმარტებით, მსჯავრდადებული შეიძლება თავად გამოცხადდეს პოლიციაში. თუ მან ქვეყანა დატოვა და საგამოძიებო უწყებაში არ მივა, მასზე ძებნა გამოცხადდება.

ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაშია და მისი გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება.

რადიო თავისუფლება მეჰმეთ უიარის ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მეჰმეთ უიარი 22 სექტემბერს გაამართლა. თურქი ბიზნესმენი, რომელსაც წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვე ჰქონდა გატარებული, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. უიარი ბრალდებას უარყოფდა.

20 წლის ფეხბურთელის ჩვენებით, 2025 წლის დეკემბერში, წვეულების შემდეგ, კლუბის პრეზიდენტის მძღოლს ის სახლში უნდა მიეყვანა, თუმცა მეჰმეთ უიარის ბინაში მიიყვანა. ფეხბურთელმა გამოძიებას უთხრა, რომ, როცა მიხვდა, სხვა მისამართზე იყო, ადგილმდებარეობა თანაგუნდელს გაუზიარა. მისი ჩვენებით, უიარი ბინაში მოგვიანებით მივიდა და გააუპატიურა. ფეხბურთელმა პოლიციას ჩვენება მეორე დილითვე მისცა.

გამამართლებელი განაჩენიდან ერთი კვირის შემდეგ, 29 სექტემბერს, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა კოლეგის მხარდასაჭერად „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე უარი თქვეს. მსაჯის სასტვენის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ნინი ჩხარტიშვილმა ბურთი მოედნიდან გადააგდო, ფეხბურთელებმა კი გაშალეს ბანერი წარწერით „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ლანჩხუთს“ მატჩი წაგებად ჩაუთვალა.

„ლანჩხუთმა“ პროტესტი 11 ნოემბერსაც გაიმეორა. ამჯერად თბილისში, „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის დაწყებისთანავე, ფეხბურთელებმა ბურთი მსაჯს გადასცეს და მოედანი დატოვეს.

„ლანჩხუთის“ ცნობით, ფედერაცია დაზარალებული ფეხბურთელის პირობით დისკვალიფიკაციას ითხოვს

ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სადისციპლინო კომიტეტისგან სექსუალური ძალადობის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის მომდევნო სეზონის მატჩებიდან პირობით დისკვალიფიკაციასა და მისთვის 24-თვიანი საგამოცდო ვადის დაწესებას ითხოვს.

კლუბის ინფორმაციით, ფედერაცია იმავე სანქციას ითხოვს „ლანჩხუთისა“ და მისი ფეხბურთელების, მათ შორის, ეროვნული ნაკრების 10 წევრის მიმართაც.

„ლანჩხუთი“ ფედერაციის საჩივარს კლუბსა და ფეხბურთელებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. კლუბის განცხადებით, სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლი მატჩის მიტოვებისთვის მხოლოდ წაგების ჩათვლასა და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. თურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე პატიმრობა მიესაჯა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·15:58

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება
რადიო თავისუფლება·15:06

კან კვარჩიას შვილი სოხუმში დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანეს - მედია

კან კვარჩიას შვილი სოხუმში დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანეს - მედია
რადიო თავისუფლება·14:15

ტამბოვის ოლქის ყოფილ გუბერნატორს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ტამბოვის ოლქის ყოფილ გუბერნატორს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რადიო თავისუფლება·14:03

საფეხბურთო დაძაბულობა ბათუმში: თურქმა კოლეგამ პაატა სალიასაც დაურეკა

საფეხბურთო დაძაბულობა ბათუმში: თურქმა კოლეგამ პაატა სალიასაც დაურეკა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.