ორიგინალი
შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
რადიო თავისუფლება·16:41

შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე

27 ნოემბერი, 2026 · 16:41

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაადასტურა, რომ ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ქომაგი გაათავისუფლეს.

27 ნოემბერს ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, რატომ გაათავისუფლეს თურქი ქომაგები, მაშინ როცა საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებს მცირე ზიანის მიყენებისთვისაც კი ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან. მაგალითად მათ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც მოიყვანეს. ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„[მზია ამაღლობელის საქმე და ბათუმის სტადიონზე დაპირისპირება] ეს არის განსხვავებული მოვლენა, იმიტომ, რომ სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები, არის ასეთი პრაქტიკა. [...] გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის: ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, ესენი არიან ქომაგები, რომლებსაც სამწუხაროდ აქვთ ასეთი არაადეკვატური...”, - თქვა თამაზაშვილმა.

თამაზაშვილის თანახმად, 26 ნოემბერს ბათუმში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა. მინისტრმა თქვა, რომ პოლიციის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და აგრესიული ქომაგების ადგილიდან გარიდება იყო. მისივე განცხადებით, გათავისუფლებული ქომაგების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება და სასამართლომ შესაძლოა მათ გარკვეული ვადით საქართველოში შემოსვლა აუკრძალოს.

რა უთხრა თამაზაშვილმა თურქ კოლეგას

თამაზაშვილმა დაადასტურა, რომ 26 ნოემბერს თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა თურქმა კოლეგამ დაკავებულების გათავისუფლება, მინისტრმა უპასუხა, რომ კოლეგას ეს საკითხი არ დაუყენებია. თამაზაშვილის თქმით, თავად უთხრა კოლეგას, რამდენი პოლიციელი დაშავდა და რამდენი ადამიანი დააკავეს.

თამაზაშვილმა სატელეფონო საუბრის გავრცელებულ ჩანაწერზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავად საუბარი არ ჩაუწერია.

„რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი“, – თქვა მან. მინისტრის თქმით, საუბრის დასაწყისში კოლეგას უთხრა, რომ საქართველოს საზღვარზე ქომაგებს ბანერები ჩამოართვეს, რისთვისაც თურქმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა.

მატჩის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა ბანერზე წარწერით 82 BATUM. თურქეთში 81 პროვინციაა და წარწერა ბათუმის თურქეთის 82-ე პროვინციად წარმოჩენის მცდელობად აღიქვეს.

თამაზაშვილის თქმით, მატჩის დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ქომაგები ბანერებთან პოზირებდნენ. მინისტრის განცხადებით, პოლიციამ საზღვარზე ქომაგებს 100-მდე ბანერი ჩამოართვა. მან ბანერების შინაარსი პროვოკაციულად და საქართველოსთვის შეურაცხმყოფლად შეაფასა. თამაზაშვილის თქმით, ზოგიერთი ბანერი განსაკუთრებით დიდი ზომის იყო. სტადიონზე არცერთი მათგანი არ გამოუყენებიათ.

ვინ მოითხოვა პალესტინის დროშის ჩამოხსნა

თამაზაშვილის თქმით, თურქმა კოლეგამ ჰკითხა, რატომ მოითხოვეს სტადიონზე პალესტინის დროშის ჩამოხსნა.

მინისტრის განცხადებით, მატჩისწინა თათბირზე უეფას წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ სტადიონზე მხოლოდ თურქეთის, ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოეყენებინათ. მისი განმარტებით, შეზღუდვა ეხებოდა სიმბოლიკას, რომელსაც მატჩის დროს შესაძლოა მღელვარება და დაძაბულობა გამოეწვია.

მინისტრის თქმით, პალესტინის დროშის ჩამოხსნა სტადიონზე მყოფმა უეფას დელეგატმა მოითხოვა; ქომაგებს კი დროშის ჩამოხსნისკენ „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის თანამშრომელმა მოუწოდა.

თამაზაშვილმა მატჩის დროს მიყენებული ზიანი „მნიშვნელოვნად“ შეაფასა, თუმცა თანხა არ დაუსახელებია. მისი თქმით, მატჩის მასპინძელი „ბეშიქთაში“ იყო და, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მოელის, რომ უეფა ზარალის ანაზღაურებას თურქულ კლუბს დააკისრებს.

26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო. მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • პრაიმტაიმი·16:54
    ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ, ზარალის ანაზღაურებას კი, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს - სულხან თამაზაშვილი
  • კვირა·16:53
    ზურაბ რურუა: ბათუმში, გულშემატკივრების ნაწილი იყო აგრესიული, უკანონობას სჩადიოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედებები სწორად და ადეკვატურად აღკვეთა
  • ინტერპრესნიუსი·16:48
    სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს
  • კვირის პალიტრა·16:43
    "ეს რომ სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო" - რას ამბობს შს მინისტრი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე
ბათუმშიმინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·17:26

პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს

პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს
რადიო თავისუფლება·17:12

პუშკინის ფინჯანი ააცალეს, სტალინს - რეპრესიები

პუშკინის ფინჯანი ააცალეს, სტალინს - რეპრესიები
რადიო თავისუფლება·15:58

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება

პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება
რადიო თავისუფლება·15:06

კან კვარჩიას შვილი სოხუმში დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანეს - მედია

კან კვარჩიას შვილი სოხუმში დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანეს - მედია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.