ორიგინალი
ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა
რადიო თავისუფლება·01:07

ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა

28 ნოემბერი, 2026 · 01:07

ჰამასის მეთურის, ხალილ ალ-ჰაიას ვაჟი პარასკევს ისრაელის სამხედროების მიერ განხორციელებულ ლიკვიდაციის მცდელობას გადაურჩა, - ამის შესახებ დაჯგუფების მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ბასემ ნაიმმა განაცხადა.

მან სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ იზელდინ ალ-ჰაია და მისი ოჯახი გამთენიისას განხორციელებულ საჰაერო დარტყმას გადაურჩნენ. ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) წყაროების ცნობით, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჰაიას რძალი, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ღაზის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ ვაჟი გადარჩა. ისრაელის თავდაცვის ძალებს მომხდარზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ნაიმის თქმით, 1997 წელს დაბადებული იზელდინ ალ-ჰაია ჰამასის მეთაურის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ვაჟია, ვინაიდან მისი ოთხი სხვა ვაჟი ისრაელის ძალებმა მოკლეს. ნაიმის განცხადებით, პარასკევს განხორციელებულ იერიშს ერთ-ერთი გარდაცვლილი ვაჟის ოჯახიც გადაურჩა. AFP-ის ცნობით, ეს დარტყმა მოჰყვა ისრაელის სამხედროების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმების სერიას, რომელთა სამიზნეც ჰამასის ოფიციალური პირები იყვნენ. ისრაელი ღაზაში სამიზნეებს ურტყამს მიუხედავად ომით განადგურებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა. ცალკე, ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ პარასკევს ისრაელის ძალებმა მთელ ტერიტორიაზე შვიდი ადამიანი მოკლეს. ჰამასის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის სამხედროებმა იერიში საცხოვრებელ ბინაზე მიიტანეს, რაც დაჯგუფებამ ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის მიერ ჰაიას მისამართით გაჟღერებულ მუქარებს დაუკავშირა. ჰამასმა ისრაელი ღაზაში 2025 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მიმდინარე თავდასხმების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება. ნაიმის თქმით, იზელდინი ტყუპისცალია ჰამამ ხალილ ალ-ჰაიასი, რომელიც 2025 წელს კატარში ჰამასი“ ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ ისრაელის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა. ჰაია, რომელიც ივლისში ჰამასის მთავარ მეთაურად დაინიშნა, კატარში განხორციელებული თავდასხმისას თავადაც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ხუთშაბათს ჰაიამ შესაძლო საპასუხო ქმედებების შესახებ გაფრთხილება გამოთქვა მას შემდეგ, რაც ღაზაში ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, სამედიცინო წყაროებმა Reuters-ს აცნობეს, რომ პარასკევს ქალაქ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, როცა აღნიშნული იერიშის შესახებ კომენტარს აკეთებდა, განაცხადა, რომ სამხედროებმა სამ მებრძოლზე მიიტანეს დარტყმა, თუმცა დეტალებზე არ ულაპარაკია.

ისრაელსა და ჰამასს შორის შარშან მიღწეულმა ზავმა, რომლის მთავარი პირობა ისრაელის ჯარის გასვლა ტერიტორიიდან და ჰამასის მიერ იარაღის დაყრაა, სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, თუმცა ისრაელის თითქმის ყოველდღიური დარტყმები არ დასრულებულა.

ისრაელი ფაქტობრივად აკონტროლებს ვიწრო სანაპირო ზოლის დაახლოებით 64%-ს, რომელიც ნანგრევებადაა ქცეული ისრაელის არმიის ორწლიანი ომის შედეგად, რომელიც მოჰყვა 2023 წელს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმას. ამ ინციდენტის საპასუხოდ დაწყებულ ისრაელის საომარი მოქმედებს 70 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·00:12

როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ

როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
რადიო თავისუფლება·23:39

როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია

როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია
რადიო თავისუფლება·22:55

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა
რადიო თავისუფლება·21:57

უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.