ორიგინალი
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა
რადიო თავისუფლება·22:55

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა

27 ნოემბერი, 2026 · 22:55

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ სიაში გამოცემა „რაბკორი“ შეიყვანა. გამოცემის მთავარი რედაქტორი - სოციოლოგი ბორის კაგარლიცკი - ამჟამად ტერორიზმის გამართლების ბრალდებით კოლონიაში იხდის სასჯელს.

„უცხოელი აგენტების“ რეესტრში ასევე შეიყვანეს ჩეჩენი უფლებადამცველი ფატიმა გაზიევა, ჩეჩენი ბლოგერი მუსა ლომაევი, უკრაინელი ჟურნალისტი და გამოცემა „ტრიბუნის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი არტიუხი, ასევე Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის ყოფილი დირექტორი ეგორ კუროპტევი, რომელიც ერთი პერიოდი საქართველოშიც ცხვორობდა და შემდგომ ევროპაში გადაინაცვლა.

2012 წელს მიღებულმა კანონმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ იუსტიციის სამინისტროს უფლება მისცა, არაკომერციული ორგანიზაციები „უცხოელ აგენტებად“ ეღიარებინა იმ შემთხვევაში, თუ ისინი, რუსეთის ხელისუფლების ვერსიით, დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.

მოგვიანებით გაჩნდა შესაძლებლობა, „უცხოელ აგენტებად“ ეღიარებინათ მედიასაშუალებები და ფიზიკური პირებიც, მათ შორის ისინი, ვინც უცხოურ დაფინანსებას არ იღებენ, თუმცა „უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფებიან“. თუ რა იგულისხმება კონკრეტულად უცხოურ გავლენაში, ამას რუსეთის კანონმდებლობა არ აზუსტებს. როგორც წესი, სიაში უკრაინაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეები ხვდებიან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·23:39

როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია

როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია
რადიო თავისუფლება·21:57

უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი
რადიო თავისუფლება·21:21

უფლებადამცველები: ირანმა დააკავა ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოება დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ გააფრთხილა

უფლებადამცველები: ირანმა დააკავა ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოება დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ გააფრთხილა
რადიო თავისუფლება·21:15

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.