ორიგინალი
უკრაინის დრონებმა კვლავ შეუტიეს საწარმოებს როსტოვის ოლქში
რადიო თავისუფლება·17:50

უკრაინის დრონებმა კვლავ შეუტიეს საწარმოებს როსტოვის ოლქში

28 ნოემბერი, 2026 · 17:50

27-28 ნოემბრის ღამეს უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს. ვრცელდება ინფორმაცია როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანასა და სამარის ოლქში ნავთობის გადამქაჩ სადგურზე განხორციელებული დარტყმების შესახებ.

ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ASTRA-ს OSINT-ანალიტიკოსის მონაცემებით, სავარაუდოდ იწვის საწვავის რეზერვუარები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს საწარმოზე უკვე მეორე შეტევაა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ნოვოშახტინსკისა და რეგიონის შვიდი რაიონის თავზე. შეტევის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

სამარის ოლქში, სამონიტორინგო ტელეგრამის არხების მონაცემებით, ამ თვეში უკვე მეორედ დაესხნენ თავს დაბა პროსვეტის რაიონში მდებარე სახაზო საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარას“. სადგური შედის კომპანია „ტრანსნეფტის“ ნავთობსადენების სისტემაში.

სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა დაადასტურა, რომ წუხელ ღამით შეტევა განხორციელდა რეგიონის სამრეწველო საწარმოებზე. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან. კონკრეტულად რომელ საწარმოებზე მიიტანეს იერიში, მას არ დაუზუსტებია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში უკრაინის შეტევების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა, განაცხადა გუბერნატორმა ალექსანდრ ხინშტეინმა.

ბელოვოს რაიონის სოფელ ილეკში დაიღუპა 48 წლის ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ტრაქტორით თოვლს წმენდდა. ხომუტოვკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ავტომობილს დაესხა თავს, რის შედეგადაც 22 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ჰოსპიტალიზებულია ავტომობილში მყოფი კიდევ ორი ადამიანი - 19 და 29 წლისანი. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

კურსკში დაზიანდა ოთხი მრავალბინიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი „მეგაგრინი“ და ავტომობილი. რეგიონული ხელისუფლების მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში ოლქში 202 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ბრიანსკის ოლქის დაბა კლიმოვოში კომპანია „მირატორგის“ სამსახურებრივ ავტობუსზე უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთმა ადამიანმა მიიღო ჭრილობები სტაროდუბში საწარმოზე მიტანილი დარტყმისას.

ბელგოროდის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინული შეტევების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი, განაცხადა გუბერნატორმა ალექსანდრ შუვაევმა. ცხრა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, ორი მძიმე მდგომარეობაშია.

მოსკოვში, მერ სერგეი სობიანინის თქმით, 27 ნოემბრის საღამოდან დედაქალაქთან მოახლოებისას ჩამოაგდეს 123 უპილოტო საფრენი აპარატი. სულ მოსკოვის რეგიონის მიმართულებით მიფრინავდა 462 დრონი, რომელთა დიდი ნაწილიც, როგორც სობიანინი ამტკიცებს, შორეულ მისადგომებზე ჩამოაგდეს.

კალუგის ოლქში, ქალაქ კალუგის გარეუბანში, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სააგარაკე სახლის სახურავი და მინები. დაშავებულები არ არიან, განაცხადა გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ.

უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის ფონზე დროებით შეაჩერეს მუშაობა უფის, ბუგულმის, კრასნოდარის, სამარის, კალუგის, ტამბოვის, პენზისა და სარატოვის აეროპორტებმა. მოსკოვის აეროპორტები ვნუკოვო და დომოდედოვო რეისებს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით ემსახურებოდნენ. დილისთვის ყველა შეზღუდვა მოიხსნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 1246 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ მოსკოვის რეგიონის, ანექსირებული ყირიმის, ბაშკირეთის, კრასნოდარის მხარის, ბრიანსკის, ბელგოროდის, კურსკის, ორიოლის, სმოლენსკის, ვორონეჟის, კალუგის, ტულის, როსტოვის, ვოლგოგრადის, სარატოვისა და სამარის ოლქების თავზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. უკრაინის დრონებმა კვლავ შეუტიეს საწარმოებს როსტოვის ოლქში

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • იმედი·14:26
    უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს ბოლო 24 საათში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა
  • ალია·14:03
    უკრაინამ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხრა ბავშვი დაიბრუნა
  • ფორმულა·13:22
    უკრაინის იერიშის შედეგად ნოვოშახტინსკის ნავთობქარხანაში ხანძარია
  • აჭარის ტელევიზია·12:57
    უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდებას "უცნაური" უწოდა
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·17:58

ახალგორის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი დააკავეს

ახალგორის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი დააკავეს
რადიო თავისუფლება·17:11

საქართველოს ნაცვლად ტიმბავატის ნაკრძალში - როგორ "გადაუხვიეს გზიდან" ბაობაბებმა

საქართველოს ნაცვლად ტიმბავატის ნაკრძალში - როგორ "გადაუხვიეს გზიდან" ბაობაბებმა
რადიო თავისუფლება·16:42

სლავიანსკზე დარტყმის მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

სლავიანსკზე დარტყმის მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა
რადიო თავისუფლება·14:54

წუხელ რუსეთმა უკრაინას 160-ზე მეტი დრონით შეუტია

წუხელ რუსეთმა უკრაინას 160-ზე მეტი დრონით შეუტია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.