ორიგინალი
ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთთან საბრძოლო შეხების ხაზზე ცეცხლის შესაწყვეტად
რადიო თავისუფლება·18:42

ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთთან საბრძოლო შეხების ხაზზე ცეცხლის შესაწყვეტად

29 ნოემბერი, 2026 · 18:42

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 ნოემბერს ტელეარხ Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან საბრძოლო შეხების ხაზზე ცეცხლის შესაწყვეტად. მისი თქმით, შემდგომი საკითხები დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ გვესმის, რომ მას (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს - რ.თ.) არ სურს ჩვენი მიწიდან გასვლა. ამიტომ ვამბობთ: კარგი, გავჩერდეთ იქ, სადაც ვდგავართ და დიპლომატიაზე გადავიდეთ. ეს კომპრომისია? დიახ, დიდი კომპრომისია“, - თქვა ზელენსკიმ. მან დასძინა, რომ უკრაინა არ იქნება მზად, ოფიციალურად აღიაროს რუსეთის მიერ დონბასის ნაწილის ანექსია.

თუ რუსეთი კვლავ შეეცდება უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კიდევ ექვსი ათასი კვადრატული კილომეტრის დაკავებას, ამან შესაძლოა მილიონი სამხედრო მოსამსახურის დაკარგვა გამოიწვიოს, ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააგრძელებს ომის შეჩერების ოპტიმალური გზის ძიებას. თუმცა, მისი თქმით, უკრაინისთვის მიუღებელია ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მას რუსული აგრესიისა და მისი შედეგების საფასურის გადახდა მოუწევს.

ლიბიის პორტ ბენღაზიში უკრაინული დრონებისა და უეკიპაჟო კატარღების ბოლოდროინდელი იერიშების კომენტირებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პატივს სცემს ლიბიის სუვერენიტეტს და თავდასხმების სამიზნეს მხოლოდ რუსეთის გემები წარმოადგენდა. მანამდე აღმოსავლეთ ლიბიის მაკონტროლებელმა მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს უკრაინისგან კომპენსაციის მოთხოვნას ლიბიის ორი მოქალაქის დაღუპვისა და პორტის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის გამო.

22 ნოემბერს უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ლიბიის სანაპიროსთან გაანადგურეს რუსეთის სამხედრო კორვეტი „მერკური“ და დააზიანეს სამხედრო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რუსული სატვირთო გემი „ანგარა“. ასევე ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Ка-27. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ლიბიის ორი და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რომელთა რაოდენობასაც მოსკოვი არ აზუსტებს.უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვის შესახებ. თუმცა რუსეთი დამატებით პირობებს აყენებს, რომელთაგან მთავარია დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის მის კონტროლქვეშ გადაცემა.მხარეები ასევე დავობენ თავად მიმდინარე კონტროლის ხაზზეც. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, მაგალითად, ქალაქების - კუპიანსკისა და კონსტანტინოვკის კონტროლის შესახებ, უკრაინა კი ირწმუნება, რომ რუსეთი მათ არ აკონტროლებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთთან საბრძოლო შეხების ხაზზე ცეცხლის შესაწყვეტად

თემა: უკრაინის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • ფორმულა·14:29
    უკრაინის ხელისუფლება კუშნერის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს
  • რუსთავი 2·13:58
    USAID პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში - ილონ მასკი USAID-ს აკრიტიკებს
  • ტვ პირველი·12:55
    ზელენსკი – უკრაინა მზად არის, ფრონტის ხაზზე ცეცხლი შეწყვიტოს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდეს
  • ინფო 9·12:04
    ილონ მასკი: USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·17:10

ხარკოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

ხარკოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები
რადიო თავისუფლება·15:47

ბენღაზის პორტში ბონური ღობურები დააყენეს დრონებისგან დასაცავად

ბენღაზის პორტში ბონური ღობურები დააყენეს დრონებისგან დასაცავად
რადიო თავისუფლება·15:07

რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი აიკრძალა – საქართველოს იმპორტში მისი წილი 99,9%-ია

რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი აიკრძალა – საქართველოს იმპორტში მისი წილი 99,9%-ია
რადიო თავისუფლება·14:40

უკრაინამ სამარის ოლქში დაარტყა ქარხანა "ტოლიატიკაუჩუკს"

უკრაინამ სამარის ოლქში დაარტყა ქარხანა "ტოლიატიკაუჩუკს"
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.