
პოლიციას გაექცა კაცი, რომელსაც 7 თვე უთვალთვალებდა - გახმაურებული საქმის დეტალები
კაცი, რომელსაც კრიმინალური პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა და უთვალთავლებდა სამართალს ისე გაექცა, რომ პოლიცია ახლა მის კვალსაც ვერ აგნებს.
რომეო მიგინეიშვილს გამოძიება ე.წ კანონიერი ქურდებისთვის მიმართვას ედავება. დღეს სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ახალგაზრდა კაცმა ფინანსური პრობლემის მოგვარება მისთვის ავტორიტეტ პირებს მიანდო. მიგინეიშვილმა ვალი დაიბრუნა, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტეტებს დახმარებისთვის წილიც მისცა, თავად კი ქვეყანა დატოვა.
გამოძიება მათ კვალზე სწორედ მიგინეიშივლის მოსმენის შემდეგ გავიდა. მიგინეიშვილის მსგავსად გამოძიებას საქმის გახსნაში დაეხმარა კიდევ ერთი დაკავებული -მევახშე ქალი მზია დანელია. 56 წლის ქალს შსსმ ხელბორკილი ე.წ კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის დაადო. დანელიამ გამოძიებასთან ყველა ის პირი ამხილა, ვინც ვალის დაბრუნებაში დაეხმარა.
33- პირიან საქმეზე მსჯელობისას გაირკვა, რომ საპატიმრო დაწესებულებებიდან თავისუფლება აღკვეთილი პირები ე.წ კანონიერ ქურდებთან კავშირს ისევ ინარჩუნებენ.
პროკურატურა დაკავებულებს თავისუფლების ყიდვას დუმილის დარღვევის სანაცვლოდ სთავაზობს - თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ და სხვა პირებს დაასახელებენ, მათ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს დატოვებენ.
გახმაურებული საქმის დეტალები - ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge