მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

სამართალდამცავებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამამკაცმა კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტის გამო, ორ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიკოსები ეჭვობენ, რომ მე-10 კლასის ისტორიის წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შედგენილი

ისტორიკოსები ეჭვობენ, რომ მე-10 კლასის ისტორიის წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შედგენილი

ტვ პირველი

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

ტვ პირველი

“მამუკა მდინარაძის კლანის თავზე შავი ღრუბელი შეიკრა“ - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება

“მამუკა მდინარაძის კლანის თავზე შავი ღრუბელი შეიკრა“ - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება

ტვ პირველი

ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულში

ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულში

ტვ პირველი