მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პროტესტი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე - მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
პროტესტი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე - მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

პროტესტი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე - მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

ტვ პირველი31 ივლისი, 2026, 12:01|tvpirveli.ge

პროტესტია გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე. ადგილობრივი მოსახლეობა მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებმა მეზობელი საცხოვრებელი სახლები დააზიანა და შენობების კედლებზე ბზარები გაჩნდა.

მოსახლეობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქირით გადაიყვანეს და დაზიანებული სახლები შეაკეთეს, პრობლემა არ აღმოიფხვრა და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ადგილობრივები თბილისის მერიას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, საფრთხე შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს და გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.

მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა და სამშენებლო კომპანიის დირექტორი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

დაგვანგრია ორივე ერთმა მშენებლობამ - სასატუმრომ, ლევან ახვლედიანმა. ის დააკმაყოფილეს, მე არ დამაკმაყოფილეს. მაქვს საერთო საზიარო კედელი ამ მეზობელთან და მას აქვს ნებართვა არქიტექტურის მიერ გაცემული, რომ მას შეუძლია, ჩამოშალოს ეს საერთო, საზიარო კედელი. მარტო მე არ ვარ, 9 ოჯახია აქ. ყველას გარეშე მიიღო ეს ნებართვა, რომ საერთო საზიარო კედელი მოხსნას და ააშენოს მაია შიმშილაშვილის სახლი. მივმართავ კალაძეს, განიხილოს, რა ხდება მის სტრუქტურაში, როგორი კორუფცია, მე ასე ვფიქრობ, გამოიძიოს. არ არის ეს ისე, რომ ვიღაცას ასე მისცე საბუთი და არ იცოდე, იქ საერთო საზიარო კედელი რომ არის არ შეამოწმო. წაიყვანა პატრულმა ახლა ის კაცი დაკითხვაზე ვინც არიუს მშენებელი, დამშლელი, დემონტაჟის კომპანიის დირექტორი ვინც არის და არ ვიცი რა უნდა ვქნა, - ამბობს ადგილობრივი მოსახლე.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - დაკავებულია 2 პირი

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - დაკავებულია 2 პირი

ტვ პირველი

ალეკო ელისაშვილის მეოთხე ბრალი ადასტურებს, რომ მდინარაძემ ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა - ირაკლი კუპრაძე

ალეკო ელისაშვილის მეოთხე ბრალი ადასტურებს, რომ მდინარაძემ ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა - ირაკლი კუპრაძე

ტვ პირველი

ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს, მასზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება გრძელდება - თურაზაშვილი

ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს, მასზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება გრძელდება - თურაზაშვილი

ტვ პირველი

საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" - ოპოზიცია მდინარაძის გადაადგილებას ივანიშვილის უნდობლობით ხსნის

საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" - ოპოზიცია მდინარაძის გადაადგილებას ივანიშვილის უნდობლობით ხსნის

ტვ პირველი