მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "გვაქვს გემრიელი სამზარეულო და კარგი ღვინო, ამიტომ ჩამოდით" - კახა კალაძე რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში გამოჩნდა
"გვაქვს გემრიელი სამზარეულო და კარგი ღვინო, ამიტომ ჩამოდით" - კახა  კალაძე რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში გამოჩნდა

"გვაქვს გემრიელი სამზარეულო და კარგი ღვინო, ამიტომ ჩამოდით" - კახა კალაძე რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში გამოჩნდა

ტვ პირველი10 აგვისტო, 2026, 13:29|tvpirveli.ge

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში, რომელიც ტელეგრამ არხზე აქტიურად ვრცელდება, შემთხვევით მოხვდა. არადა კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს ფოიეში ჩამომჯდარ თბილისის მერს რუსი ბლოგერები ორი კამერით იღებენ, სადაც ის რუსებს საქართველოში ეპატიჟება.

"გვაქვს გემრიელი სამზრეულო და კარგი ღვინო" - ამბობს “ოცნების“ ლიდერი და ქართულ კერძებსა და მის კალორიულობაზე საუბრობს.

რუსი ბლოგერი: საქართველოში სტუმრებს ასეთი სითბოთი ეპყრობიან, თქვენთვის რას ნიშნავს ქართული სტუმართმოყვარეობა?

კალაძე: ქართველისთვის სტუმარი ღვთისგან არის მოვლენილი, ამიტომ სულ გვიხარია, როდესაც ჩამოდიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტატისტიკას თუ ნახავთ, ყოველდღიურად იზრდება საქართველოში ჩამომსვლელთა რიცხვი. მეც ძალიან მიხარია, რომ ტურისტებს მოსწონთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ, იცით?! თქვენც ყვებოდით ახლა, როცა სასატუმროში შემოდიოდით, პატარა ისტორიაა, მაგრამ სასიამოვნოა. ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ გვაქვს ღვინო, ძალიან გემრიელი ქართული სამზარეულო, ამიტომ ჩამოდით, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით.

რუსი ბლოგერი: რადგან სამზარეულო ახსენეთ, ჩვენ ის ძალიან გვიყავრს და ყოველთვის რამდენიმე კილოგრამს ვიმატებთ, გაქვთ თქვენი საყავრელი კერძი, რომელსაც ტურისტებს ურჩევდით, გარდა იმ პოპულაური კერძებისა, რომელიც ყველამ იცის?

კალაძე: თქვენ რომ თქვით ახალ ზედმეტი კილოგრამები, ეს ყოველთვის პრობლემაა. თუ თქვენ რეგულარულად მიირთმევთ ქართულ კერძებს, იქ ძალიან ბევრი კალორიაა და წონის კონტროლიც რთულია. მე მაგალიტად ძალიან მიყვარს ხინკალი, ქაბაბი, იმერული და აჭარული ხაჭაპური, წითელი ღვინო. მე არ ვსვამ ბევრ ღვინოს, მაგრამ 1 ჭიქა წითელი ღვინო ორგანიზმისთვის ძალიან აკრგია. ჩამოდით საქართველოში, თბილისში, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით

კალაძის თქმით, ის სამუშაოებზე იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ და ყავის ასაღებად შესულს შემთხვევით შეხვდა.

ყავის ასაღებად ვიყავი შესული ერთ-ერთ კაფეში და აბსოლუტურად შემთხვევით შემხვდა, თბილისზე ვაკეთებ სიუჟეტსო და დამისვა შეკითვები, რაზედაც მე პრობლემას ვერ ვხედავ. აგერ თქვენი ეთერით ყველას ვეუბნები, რომ ვისაც აქვს სურვილი საქართველოში ჩამოსვლის, შეუძლია ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს, მიუხედავად მათი წარმოშობისა, ეს იქნება რუსი, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკლეი, ყევლას შეუძლია ჩამოვიდეს, ჩვენ ქვეყანაში გაატარონ სასიამოვნო დღეები, დახარჯონ ფული და ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას. ბევრი ღირშესანიშნაობები გავქვს და ამიტომ აქვთ დიდი ინტრერესი სტუმრებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ჩვენი კულტურის ნაწილია, თუნდაც ჩვენი ადათ-წესები, ჩვენი სამზარეულო, ქართული ღვინო და ა.შ. - განაცხადა კალაძემ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება

"ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება

ტვ პირველი

ცხინვალის გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ “ ოცნება“  კრემლის ინტერესებს ემსახურება  - ოპოზიცია

ცხინვალის გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება - ოპოზიცია

ტვ პირველი

ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა

ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა

ტვ პირველი

“ოცნება“ რუსეთის გამო, ეროვნულ ანსამბლს უპირისპირდება

“ოცნება“ რუსეთის გამო, ეროვნულ ანსამბლს უპირისპირდება

ტვ პირველი