მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ცხინვალის გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება - ოპოზიცია
ცხინვალის გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ “ ოცნება“  კრემლის ინტერესებს ემსახურება  - ოპოზიცია

ცხინვალის გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება - ოპოზიცია

ტვ პირველი10 აგვისტო, 2026, 12:34|tvpirveli.ge

ცხინვალის გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება - ასე ეხმაურება ოპოზიცია ცხინვალის ე.წ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მათი თქმით, ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნება“ ჩვენებას აძლევს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთის სასარგებლოდ.

ცხინვალის გამოხმაურება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით ამ დროის განმავლობაში, პირველი - კობახიძის რიტორიკა სრულ თანხვედრაშია რუსეთის საოკუაპციო რეჟიმის და მისი სატელიტების რიტორიკასთან. მეორე - ოსები ბევრად უფრო გონიერები არიან, ვიდრე ქოცები, ოსები ხელჩასაჭიდად იყენებნ ყველა იმ მომენტს, რომელსაც მათ სთავაზობთ კობახიძე და ის კი ყველაფერს იყენებს საქართველოს ინტერესების დასაზარალებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ ერთხელ, უკვე მინიმუმ მეექვსედ, ცხინვალის რეჟიმმა აციტირა კობახიძე საკუთარი ინტერესების გასატარებლად და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასასუტებლად. ირაკლი კობახიძე განგრძობითად აძლევს მტერს ჩვენებას, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თანამშრომლობს ღია და ოფიციალურ მტერთან და ღალატობს თითოული ქართველის ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ერთიდაიგიევს ლაპრაკობს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი, პუტინი და კობახიძე, ნათლად ჩანს, რა გავლენაც აქვს ამ სამივეს.

მსგავსი განცხადებები პირველი არ არის ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან, მაგრამ როდესაც ამას ე.წ. სახელმწიფოს მეთაური იმეორებს თავად, ეს ცხადყოფს იმას, რომ რუსული რეჟიმის ტიპის ქვეყანა ჩამოყალიბდა საქართველოში. ანუ ერთიდაიგივეს როცა ლაპარაკობს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი, კობახიძე და პუტინი, ეს აჩვენებს იმას, რომ გავლენა აქვს, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებებს ირანის საოკუპაციო რეჟიმი „აღიარებად“ აფასებს. მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა და აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის დაკისრება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის მოითხოვა. ცხინვალის მთავარი არგუმენტი „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძის განცხადებაა, რომელიც გუშინ ქართველი გმირების საფლავთან გააკეთა და ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიიმედი
  • „ქართული ოცნება“ „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებსფორმულა
  • საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინანეტგაზეთი
  • "ქართულ ოცნებას" ვერანაირ საბაბს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ" - პეტრე ცისკარიშვილი ბოკუჩავაზერუსთავი 2
ოცნების →

მსგავსი სტატიები

"გვაქვს გემრიელი სამზარეულო და კარგი ღვინო, ამიტომ ჩამოდით" - კახა  კალაძე რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში გამოჩნდა

"გვაქვს გემრიელი სამზარეულო და კარგი ღვინო, ამიტომ ჩამოდით" - კახა კალაძე რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში გამოჩნდა

ტვ პირველი

"ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება

"ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება

ტვ პირველი

ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა

ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა

ტვ პირველი

“ოცნება“ რუსეთის გამო, ეროვნულ ანსამბლს უპირისპირდება

“ოცნება“ რუსეთის გამო, ეროვნულ ანსამბლს უპირისპირდება

ტვ პირველი