მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა
ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა

ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია - ლაშა ფარულავა

ტვ პირველი10 აგვისტო, 2026, 12:06|tvpirveli.ge

ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია- ამის შესწახებ ენმ-ის ერთ-ერთმ ალიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკვე იქამდე მივედით, რომ ივანიშვილთან დაკავშირებული, გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში რეგისტრირებული ირანული კომპანია აშშ-მა ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დაასანქცირა. ეს საქართველოს სახელისა და რეპუტაციის საკითხია, რომელიც ასე დაბლა არასდროს დასულა. კრიპტო-სფეროს 2023 წლიდან ეროვნული ბანკი არეგულირებს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ეროვნულ ბანკში მის მიერ მოყვანილ ნათია თურნავას. ერთი მხრივ, გლდანში ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის კრიპტო-მაინინგმა მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოიტანა მათ, ამ ყველაფრის საფასურს კი ხალხი იხდის: გაძვირებული დენის ტარიფით და უკვე სამჯერ ჩაბნელებული საქართველოთი. ახლა კი იგივე თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ასეთი ბიზნესი იყო რეგისტრირებული, ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ფინანსური საქმიანობის კონტექსტშიც აღმოჩნდა. აი, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის რეალური ფასი: ისინი მდიდრდებიან, საქართველო კი კარგავს რეპუტაციას. რუსული და ირანული ფული, სანქციები, ტერორიზმთან დაკავშირებული ფინანსური სქემები, თაღლითური ქოლ-ცენტრები — ეს არის ივანიშვილის საქართველო, სადაც ადამიანებს მომავლის იმედი ეკარგებათ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლისა და საქართველოს ევროპული გზის განადგურება ერთი რუსი ოლიგარქის ჯიბის გასავსებად. ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის „ოცნებას“ და ნათია თურნავას ეკისრებათ. საქართველო მათი გამდიდრების ფასს იხდის და საკუთარ მომავალს კარგავს. ნათია თურნავა ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს, ამ რეჟიმის დირიჟორთან ერთად, - განაცხადა ფარულავამ.

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანხამად, სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს. საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს. კერძოდ, ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს. ამასთან, სებ-ის თანახმად, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • რუსულმა ძალებმა სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მართვადი ბომბებით დაარტყეს - არიან დაშავებულებირუსთავი 2
  • დამასკო რუსულ სამხედრო ბაზებზე სამოქალაქო ობიექტების მართვას იბრუნებს - სირია-რუსეთის შეთანხმებაBM.GE
  • Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავსიმედი
  • თბილისში რუსული სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების სამიტი გაიმართაფორმულა
რუსული →

მსგავსი სტატიები

"ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება

"ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება

ტვ პირველი

ცხინვალის გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ “ ოცნება“  კრემლის ინტერესებს ემსახურება  - ოპოზიცია

ცხინვალის გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება - ოპოზიცია

ტვ პირველი

“ოცნება“ რუსეთის გამო, ეროვნულ ანსამბლს უპირისპირდება

“ოცნება“ რუსეთის გამო, ეროვნულ ანსამბლს უპირისპირდება

ტვ პირველი

შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ტვ პირველი