მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საქართველო ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს არ შეუერთდა - რა გზას ირჩევს "ოცნება"
საქართველო ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს არ შეუერთდა - რა გზას ირჩევს "ოცნება"

საქართველო ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს არ შეუერთდა - რა გზას ირჩევს "ოცნება"

ტვ პირველი16 აგვისტო, 2026, 20:50|tvpirveli.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მთელი დღეა დუმს - მაკა ბოჭორიშვილის უწყებას ამ დრომდე არ განუმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს. ევროკავშირის განცხადებას პრაქტიკულად ყველა კანდიდატი ქვეყანა შეუერთდა, თუმცა მათ შორის საქართველო არ არის. საუბარია შეზღუდვებზე, რომლებიც ირანის მიერ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას, ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება. პრაგმატული თუ დასავლეთისგან დისტანცირებული პოლიტიკა - რა გზას ირჩევს „ოცნების“ ხელისუფლება? ფაქტია, რომ ირანთან დისტანცირების ნაცვლად თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობები აქტიურდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ირანში ოფიციალურ ღონისძიებებს ესწრებიან, პარალელურად კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო მაჩვენებლებიც. ამ ფონზე, საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციებთან არმიერთება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. კრიტიკოსების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს რეპუტაციულ ზიანს აყენებს, კიდევ უფრო აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს და დასავლელ პარტნიორებში აძლიერებს კითხვებს, რამდენად სანდო პარტნიორად რჩება საქართველო. ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გრძელდებაიმედი
  • „ქართული ოცნება“ „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებსფორმულა
  • საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინანეტგაზეთი
  • "ქართულ ოცნებას" ვერანაირ საბაბს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ" - პეტრე ცისკარიშვილი ბოკუჩავაზერუსთავი 2
ოცნების →ირანის →

მსგავსი სტატიები

„მიუსაფარი ძაღლების ჟლეტა უნდა დასრულდეს“ - აქცია კობახიძის ადმინისტრაციასთან

„მიუსაფარი ძაღლების ჟლეტა უნდა დასრულდეს“ - აქცია კობახიძის ადმინისტრაციასთან

ტვ პირველი

ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ტვ პირველი

„ტყუილია ეს ყველაფერი“ - მამა კირიონე გელათში არსებულ ვითარებაზე გავრცელებულ ცნობებს უარყოფს

„ტყუილია ეს ყველაფერი“ - მამა კირიონე გელათში არსებულ ვითარებაზე გავრცელებულ ცნობებს უარყოფს

ტვ პირველი

კაცი, რომელმაც ცოლს 33 ჭრილობა მიაყენა, ფსიქიატრიულში გაუშვეს - დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს

კაცი, რომელმაც ცოლს 33 ჭრილობა მიაყენა, ფსიქიატრიულში გაუშვეს - დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს

ტვ პირველი