მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პოლიციამ აჭარის სატყეო სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლები დააკავა
პოლიციამ აჭარის სატყეო სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლები დააკავა

პოლიციამ აჭარის სატყეო სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლები დააკავა

ტვ პირველი17 აგვისტო, 2026, 10:45|tvpirveli.ge

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მცველმა მოქალაქეს ტყით სარგებლობის სანაცვლოდ 1 000 დოლარი გამოართვა; სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარმა დაურეგისტრირებელი საქონლის რეგისტრაციისთვის 650 ლარი აიღო, ხოლო მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ოპერატორმა ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვოდ განთავსების სანაცვლოდ მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს. ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს. მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით-კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მეტეოროლოგი ფარტენაძე, რომელიც მასზე ძალადობის შესახებ იუწყებოდა, პოლიციამ დააკავა

მეტეოროლოგი ფარტენაძე, რომელიც მასზე ძალადობის შესახებ იუწყებოდა, პოლიციამ დააკავა

ტვ პირველი

აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივები

აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივები

ტვ პირველი

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ტვ პირველი

ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევს

ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევს

ტვ პირველი