მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "ღარიბაშვილი ციხიდანაც კი "მადლობა ბატონ ბიძინას" იხდის და მაინც ცუდ დღეშია" - ირაკლი კუპრაძე | TV პირველი
"ღარიბაშვილი ციხიდანაც კი "მადლობა ბატონ ბიძინას" იხდის და მაინც ცუდ დღეშია" - ირაკლი კუპრაძე | TV პირველი

"ღარიბაშვილი ციხიდანაც კი "მადლობა ბატონ ბიძინას" იხდის და მაინც ცუდ დღეშია" - ირაკლი კუპრაძე | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"ღარიბაშვილი ციხიდანაც კი "მადლობა ბატონ ბიძინას" იხდის და მაინც ცუდ დღეშია" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა წერილით ბიძინა ივანიშვილს მიმართა - "უთხრა, რომ შემიძლია ყვირილი, გუშინ ცოტა წავიკნავლე და დღეს ისევ ვჩერდები".

მისი თქმით, "ეს დრო ყველას დაუდგება აუცილებლად" და მათ შორის, ასეთი დრო დაუდგება ირაკლი კობახიძესაც.

...ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახე, ოღონდ როგორ ხდება, როგორც მაგალითად ხარება გაუშვა პენსიაზე და როგორ პენსიაზე გაუშვა არავინ არ იცის, დამამცირებელ პენსიაზე გაუშვა, ეს ცხადია, ჩანს, ამდენი დანაშაულებრივი დავალების ჩადენის შემდეგ, როგორ მოისროლა მდინარაძე, ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ზის ახლა და ციხიდანაც კი "მადლობა ბატონ ბიძინას" იხდის და მაინც ისეთ უბედურ მდგომარეობაშია - ჯერ ცოტათი ამოიღო ხმა და შემდეგ, გამოვიდა მისი ადვოკატი, დადგა ჟურნალისტების წინაშე და იძახის, "კომენტარის გარეშე"... მაშინ რა საჭირო იყო საერთოდ იქ დადგომა? ეს იყო პოლიტიკური გზავნილი, სადაც ღარიბაშვილმა ივანიშვილს უთხრა, რომ შემიძლია ყვირილი, გუშინ ცოტა წავიკნავლე და დღეს ისევ ვჩერდები, ისევ მოლაპარაკების თხოვნა, გაწვდილი ხელი - დამეხმარე ბატონო ბიძინა. მე შოკირებული ვიყავი, როცა ვნახე ის განცხადება, წერილი, ოღონდ წერილის მთავარი შოკი ის კი არ იყო, რომ ღარიბაშვილმა ხმა ამოიღო, ეს იყო პირველი მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილისგან ბიძინა ივანიშვილისადმი, სადაც ბატონი ბიძინა არ ეწერა, ეწერა ბიძინა ივანიშვილი. ეს დრო ყველას დაუდგება აუცილებლად. ირაკლი კობახიძესაც დაუდგება. იმიჯის შექმნა, რომ კობახიძე კორუფციასთან არ არის კავშირში, ვის ატყუებენ. კახა კალაძის მერობის პირობებში ვის ატყუებენ, რომ რაიმე ტიპის კორუფციას ებრძვიან," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულაიმედი
  • ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს - ადვოკატიBM.GE
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ დაესწრონეტგაზეთი
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდა

საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდა

ტვ პირველი

დაურ ბუავას დედა საქართველოშია

დაურ ბუავას დედა საქართველოშია

ტვ პირველი

ღარიბაშვილი ეჭვობს, რომ ახალი საქმე მისი მაღალი რეიტინგის გამო, გასაშავებლად აღძრეს

ღარიბაშვილი ეჭვობს, რომ ახალი საქმე მისი მაღალი რეიტინგის გამო, გასაშავებლად აღძრეს

ტვ პირველი

მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე

მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე

ტვ პირველი