მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ დაესწრო - Netgazeti
ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ დაესწრო - Netgazeti

ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ დაესწრო - Netgazeti

ნეტგაზეთი25 აგვისტო, 2026, 13:04|netgazeti.ge

ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრო თავის სასამართლო პროცესს, სადაც წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა გარკვეულიყო. სასამართლოში არც მისი ოჯახის წევრები მისულან.

ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განსაზღვრა ფორმალობაა, რადგან ისედაც პატიმრობაშია.

საუბარია ახალ ბრალდებაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ წარუდგინეს.

კორუფციის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. თავად ღარიბაშვილი ან მისი ოჯახის წევრები სხდომას არ დასწრებიან. საქმის პროკურორი ანი ლეკიაშვილია.

პროკურატურა ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროს საჯარო შესყიდვის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ქრთამი აიღო, თითომ – 750 ათასი ლარი.

ღარიბაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

პროკურატურის განცხადებით, მის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.

მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ღარიბაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს, პოტენციური სასჯელი 15 წლამდე პატიმრობაა

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილი ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს - ნათია თამაზაშვილიBM.GE
  • ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართებაფორმულა
  • ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართებაიმედი
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთ

ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთ

ნეტგაზეთი

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი