მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში - დაპირისპირებაში ცნობილი TikTok-ერი ფიგურირებს
სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში - დაპირისპირებაში ცნობილი TikTok-ერი ფიგურირებს

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში - დაპირისპირებაში ცნობილი TikTok-ერი ფიგურირებს

ტვ პირველი7 სექტემბერი, 2026, 15:12|tvpirveli.ge

"პირველებმა" სვანეთში მომხდარი დაჭრისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე ახალი დეტალების გარკვევა შეძლო - დაკავებულია კლიმენტი ჩართოლანი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ცემა და ორი პირი დაჭრა.

ირკვევა, რომ ეს უკანასკნელიც კლინიკაშია მოთავსებული, რადგან დაზიანებები მასაც აღენიშნება.

"პირველებმა" გაარკვია ისიც, რომ დაპირისპირებაში ფიგურირებს ცნობილი ტიკ-ტოკერი და ერთ-ერთი რეალითი შოუს მონაწილე, ავთო ჯაფარიძე.

ავთოს დედა, თამარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისმა შვილმა არასრუწლოვანი და მისი დედა მოძალადისგან გადაარჩინა.

TV პირველისთვის ცნობილი ხდება, რომ ჯაფარიძეს ჩართოლანმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ახალგაზრდა კაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია TikTok-ერის მეგობარი გოგოც, რომელიც სვანეთში ჯაფარიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ავთო აბსოლუტურად უწყინარი ადამიანია - სავარაუდოდ, მან სიკვდილისგანაც დაიცვა ის ადამიანები. ავთო ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის. ერთი დღის ჩასული იყო სვანეთში და არანაირი დეტალი არ ვიცი. ბავშვებს შორის კონფლიქი გადაზარდა მშობელმა, ავთომ კი შემთხვევით გაიარა იმ ადგილას. ვიცი, რომ დაიცვა არასრულწლოვანი დედასთან ერთად"- აცხადეს ავთო ჯაფარიძის დედა.

მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. საქმის მასალების მიხედვით, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. შსს-ს ცნობით, კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს. ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს

ტვ პირველი

რუსეთში საწვავის ქურდობის საქმეზე პოლიციის კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

რუსეთში საწვავის ქურდობის საქმეზე პოლიციის კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

ტვ პირველი

ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებში

ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებში

ტვ პირველი

ლილუაშვილის ოჯახი არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი წერილის გამოქვეყნებას

ლილუაშვილის ოჯახი არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი წერილის გამოქვეყნებას

ტვ პირველი