მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ღია კითხვით მიმართავს - გაუმჯობესდა თუ არა მათი ცხოვრების დონე 2012 წლის შემდეგ. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა, მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაზრდილა, მიღებული სარგებელი კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ხელში აღმოჩნდა. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად აქცია.

მინდა ვკითხო ხალხს, თქვენ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა ბუნებრივად იზრდებოდა და გაიზარდა რამდენჯერმე. ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? და პასუხი არის ძალიან მარტივი: არა, არ ვცხოვრობთ. ესე იგი, ამ ფულმა გვერდი აუარა თქვენს ჯიბეებს და გადაედინა ივანიშვილის, კალაძის, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, მდინარაძის, ჩხარტიშვილის, გილაურების, პაპაშვილების და მრავალი სხვა წევრების წევრებში, რომელთაც გადააქციეს საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად, ხოლო რუსულ ფულს აქვს ეს თვისება - არასდროს თანაბრად არ ნაწილდება. ჩვენთან შენდება ახალი ქალაქები, მაგრამ ეს ქალაქები არ არის ქართელებისთვის, ეს არის არაბებისთვის, - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - არის მსხვერპლი

ტვ პირველი

პოლიციელი, რომელმაც არაერთ აქტივისტს უჩივლა, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს

პოლიციელი, რომელმაც არაერთ აქტივისტს უჩივლა, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს

ტვ პირველი

მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდა

მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდა

ტვ პირველი

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანი

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანი

ტვ პირველი