ორიგინალი
"გივი თარგამაძე ვირზე ამხედრებული გადმოვიდა დანაღმულ საზღვარზე... ივანოვმა დამირეკა და კანონიერი ქურდის "ჩაის“ გაშვება მთხოვა" - სააკაშვილის მორიგი ისტორიები ციხიდან
ამბები.ge·16:37

"გივი თარგამაძე ვირზე ამხედრებული გადმოვიდა დანაღმულ საზღვარზე... ივანოვმა დამირეკა და კანონიერი ქურდის "ჩაის“ გაშვება მთხოვა" - სააკაშვილის მორიგი ისტორიები ციხიდან

27 ნოემბერი, 2026 · 16:37

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ვრცელ პოსტს აქვეყნებს და "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებს. მისი მონათხრობი ეხება უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციას, ყირგიზეთის მოვლენებს, ბელარუსში ოპოზიციური აქტივისტების ორგანიზებას და იმ როლს, რომელიც, სააკაშვილის მტკიცებით, ამ პროცესებში საქართველოს წარმომადგენლებმა შეასრულეს.

სააკაშვილი იხსენებს შეხვედრებს ვლადიმერ პუტინთან, ვიქტორ იუშენკოსთან, პეტრო პოროშენკოსთან, ჯორჯ სოროსთან და ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გივი თარგამაძის საქმიანობას, მათ შორის მის სახიფათო მოგზაურობას ყირგიზეთში, ბელარუსში მომხდარ ინციდენტსა და ლუკაშენკოსთან შეხვედრისას გამართულ საუბარს.

პოსტში სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილებას სხვა ქვეყნებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირებს და მკითხველს არაერთ აქამდე უცნობ თუ ნაკლებად გახმაურებულ ისტორიას ჰპირდება. ბოლოს კი მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და წერს, რომ დანარჩენს ორშაბათს, ე.წ. სასამართლო პროცესზე მოუყვება

"აბა, ქოც ტროლების ქარხნის დირექტორო, მოდი აქ, შენი რჩეული ტროლებით.

ისეთი ახალი სენსაციური მასალები უნდა მოგაწოდოთ "ვარდების რევოლუციის" გაგრძელებაზე, ორი კვირა გეყოფათ საყაყანოდ.

მოკლედ, წავიდა შევარდნაძე და ჩვენ დავიწყეთ მზადება ახალი არჩევნებისთვის და ძალიან მალე, ბაქოში გაიმართა დსთ-ს სამიტი, სადაც ჩვენ ნინო ბურჯანაძე მივავლინეთ, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

იქ მას შეხვდა პუტინი, სადაც მისი პირველი ფრაზა იყო - "ეს რა ჩაიდინეთ, ნინა ანზოროვნა, ყველა დსთ-ს პრეზიდენტი ჩაფსმულია“. მე პუტინმა იგივე გამიმეორა თვე ნახევარში, ჩემი პირველი ჩასვლისას მოსკოვში, ოღონდ "ჩაფსმული“ "ჩაჯმულით“ ჩაანაცვლა.

მე კი რევოლუციის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს იუშენკომ, რომელსაც რამდენიმე წელია ვიცნობდი, ეგრევე დამპატიჟა კიევში, სადაც ოპოზიცია მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა.

დავესწარი მათ საარჩევნო შტაბის გაფართოებულ სხდომას, სადაც საარჩევნო ტექნოლოგიებს იხილავდნენ.ბოლოს მე მომცეს სიტყვა, მე კი ვუთხარი "არჩევნები კარგია, მაგრამ მხოლოდ არჩევნებით ხელისუფლებას არავინ მოგცემთ, უნდა მოამზადოთ რევოლუცია“.

ამან ოპოზიციის უმცირესობის პროტესტი გამოიწვია, მაგრამ სხდომის დამთავრების შემდეგ, ჩემთან მოვიდა შტაბის ერთ-ერთი უფროსი, პოროშენკო და მითხრა, აბა მომიყევი რა არის საჭირო რევოლუციისთვის. მეც ვუთხარი, რომ დასჭირდებოდა კარვები, ახალგაზრდული როკ ჯგუფები, ინფლუენსერები, გათბობის აპარატები (არჩევნები სიცივის პერიოდში იმართებოდა) მკაცრად განსაზღვრული ერთი ლიდერი, თუმცა ამავე დროს მის გარშემო კოალიცია და რაც მთავარია, რეგიონების მოვლა, შეკრება და არ დაშლა.

ხელისუფლების შიგნით განხეთქილების შექმნა და კომპრომისზე არ წასვლა. ასევე რევოლუციის რამე ბრენდი, როგორიც შემთხვევით, მაგრამ მაინც გახდა "ვარდების რევოლუცია“.

მართლაც მოვიდა შემდეგი შემოდგომა, როგორც ვამბობდი არჩევნები გაყალბდა და ხალხი გამოვიდა მაიდანზე.

ჩვენც ჩვენი კუთხით ფინანსების ნაწილი ვუპოვეთ (არ გეტყვით საიდან) და ჩვენს წარმომადგენლად რევოლუციის შტაბში, გივი თარგამაძე მივავლინეთ, რომელმაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა იმით, რომ ძირითადად იუშენკოს და იულია ტიმოშენკოს შორის იყო მომრიგებელი. რევოლუციამ გაიმარჯვა და მისი გამარჯვება რევოლუციის ლიდერებთან ერთად მაიდნის სცენაზე აღვნიშნეთ მე და სანდრამ ახალი წლის ღამე.

ამის შემდეგ გივი გადავისროლეთ შუა აზიაში, სადაც რუსული გავლენის ყველაზე სუსტი რგოლი იყო ყირგიზეთი, რომელსაც ძველი, ვითომ მეცნიერი პარტოკრატი აკაევი მართავდა.

გივი ყირგიზეთში არ შეუშვეს, ამიტომ ის უზბეკეთში დასახლდა და იქიდან დაუკავშირდა ყირგიზ აქტივისტებს.

ბიშკეკში დიდი გამოსვლები დაიწყო და აკაევმა უზბეკეთის მაშინდელ პრეზიდენტ კარიმოვს სთხოვა გივის განეიტრალება. გივის შეატყობინეს, რომ პოლიცია ეძებდა და მანაც გაასწრო. ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვარი, რომელიც დანაღმული იყო პარანოიკი კარიმოვის ბრძანებით, ადგილობრივების დახმარებით ვირზე ამხედრებულმა გადალახა.

ის ყირგიზეთის დედაქალაქში, მიტინგზე გამოჩნდა პრეზიდენტის გაქცევამდე ნახევარი საათით ადრე.

რევოლუციამ გაიმარჯვა და პრეზიდენტი გახდა ჩემი მეგობარი, როზ ატანბაევა, რომელიც ნიუ-იორკში სწავლისას გავიცანი.

ყირგიზეთის მოვლენების დროს დამირეკა ჯორჯ სოროსმა და მთხოვა არ ჩავრეულიყავით და საერთოდ თავი დამენებებინა აკაევისთვის, თუ არა დიდი სისხლის ღვრა იქნებაო.

გაირკვა, რომ აკაევთან ბიზნესს აკეთებდა, მე კი სოროსი შორს გავუშვი და მტკიცე უარი ვუთხარი.

ყირგიზებმა ჩვენი მიბაძვით თავის რევოლუციას დაარქვეს "ჟასმინის რევოლუცია", ლიბანელებმა მალევე თავის რევოლუციას დაარქვეს "კედრის რევოლუცია", თუმცა ლიბანში ნამდვილად არ ჩავრეულვართ, მაგრამ ისინი "ვარდების რევოლუციას" ასახელებენ თავიანთი ინსპირაციის წყაროდ.

ამის შემდეგ გივის კიდევ უკავშირდება საკმაოდ სახალისო ისტორიები, მან გადაინაცვლა მინსკში და დაიწყო აქტივისტების დაორგანიზება. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა КГБ-მ ფარულად გადაიღო და რუსეთის ტელევიზიაში აჩვენეს.

პუტინს ხელში ჰქონდა ამოსული გივის ვოიაჟები და პირდაპირ საჯაროდ თავს დაესხა თარგამაძეს (ერთადერთი ქართველი ჩემ გარდა ვისაც ეს პატივი ერგო) ჰოდა. გივიმ გამოასწრო მინსკიდან, მაგრამ მისი კონტაქტები ყველა დაიჭირეს. ჰოდა, თვითონ მას ბელორუსებმა 25 წელი დაუსწრებლად მიუსაჯეს.

ამის შემდეგ 2006 წელს მე ოფიციალური ვიზიტით მივდიოდი ლონდონში, ტონი ბლერის მიწვევით და გზად ვრჩებოდი მინსკში, რათა მონაწილეობა მიმეღო დსთ-ს მორიგ სამიტში.

გივი თარგამაძემ მთხოვა, რომელიც პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ლონდონში წამეყვანა, მეც დავთანხმდი, ოღონდ ერთი პირობით, რომ მინსკში თვითმფრინავში დარჩებოდა და დაელოდებოდა ჩვენს სამიტიდან დაბრუნებას.

ჰოდა, გზაში გივიმ ბევრი ვისკი დალია და ჩაეძინა. ჩავედით მინსკში, სადაც წითელი ხალიჩა და საპატიო ყარაული დაგვახვედრეს.

სანამ მე პალტოს ვიცვამდი და ჩასასვლელად ვემზადებოდი, გამოძინებულმა გივიმ გამწია გვერდზე და ტრაპზე ჩავიდა.საპატიო ყარაულმა მას მხედრული სალამი აუღო. ესეც ჩვენთვის მომზადებული ესკორტის ერთ-ერთ მანქანაში ჩახტა და ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მოხდა, ისე რომ სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი.

ამის შემდეგ სამიტის შესვენების დროს, ალაფურშეტზე მე, ლუკაშენკო და პუტინი აღმოვჩნდით ერთად და ლუკაშენკო მეუბნება "ის ასეთი და ისეთი გივი, ამ წუთებში მშვიდობის გამზირზე კონსპირაციულ ბინაში ხვდება ოპოზიციას, ჰოდა, მხოლოდ შენი პატივისცემით არ დავიჭერო - ოღონდ დღესვე უნდა წაიყვანო აქედან და აღარასდროს აღარ უნდა ჩამოვიდეს, თუ არა ციხეში რას დამართავენ ამაზე პასუხს არ ვაგებ“.

საბედნიეროდ გივი უკან დაბრუნდა ჩვენს გაფრენამდე და იქიდან 1 წელიწადში, რუსეთზე მორიგ ჯერზე გაბრაზებულ ლუკაშენკოს ისე დაუმეგობრდა, რომ იმან მინსკში მიიწვია რამდენჯერმე

რაც შეეხება იგორ ივანოვს, რომელზეც ქოც ტროლები ძალიან აჟიტირდნენ, ის თბილისის და ბათუმის მოვლენების შემდეგ, პუტინმა ძალიან აითვალწუნა.

მე პირდაპირ მითხრა 2004 წლის ზაფხულში, ნოვო ოგორიოვში შეხვედრისას "ივანოვს მოსკოვში ვერავინ იტანს, მას შემდეგ რაც გატრეტილმა მთვრალმა ყველაფერი ჩააფლავა თბილისში და ბათუმში“.

საცოდავი ცხონებული ივანოვი კი იფიცებოდა ინტერვიუებში, მე არაფერ შუაში ვარ, არც შევარდნაძის არც აბაშიძის გადადგომა მინდოდა, სულ სხვა მიზნით ჩავედიო, სულ სხვა შედეგის დადგომა მინდოდაო, მაგრამ ბათუმის შემდეგ, სულ მალე, გააბუნძულეს საგარეო მინისტრობიდან.

მისი ბოლო კონტაქტი ჩემთან, რუსეთის საგარეო მინისტრის რანგში იყო ის, რომ დამირეკა და ოზურგეთში დაკავებული კანონიერი ქურდის "ჩაის“ გაშვება მთხოვა.

ტროლებო, აი ასე იყო ეს ამბავი. დატრიალდით, გააფორმეთ თქვენებურად

ხვალ აქციაზე აუცილებლად მიდით. დანარჩენს ორშაბათს მოგიყვებით ე.წ. სასამართლოზე".

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "გივი თარგამაძე ვირზე ამხედრებული გადმოვიდა დანაღმულ საზღვარზე... ივანოვმა დამირეკა და კანონიერი ქურდის "ჩაის“ გაშვება მთხოვა" - სააკაშვილის მორიგი ისტორიები ციხიდან

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • რუსთავი 2·14:30
    დავით ქართველიშვილი: ვიდეოდან მარტივად მიხვდებით, რა გავლენის ფიგურა იყო კრემლის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი ალექსანდრე ვოლოშინი, რომელიც სააკაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე "გულშემატკივრობდა", როგორც რუსების მართვად კაცს
  • იმედი·14:17
    მარიამ ლაშხი: რუსეთის მხარეს არაერთხელ დაურღვევია სამართლიანობის პრინციპი და ღვინის კომპანიების სანქცირების გადაწყვეტილებაც არის უსამართლო მიდგომა - ერთადერთი ახსნაა, კიდევ ერთი, დამატებითი საშუალება და წყარო მისცეს ოპოზიციურ მხარეებს, მათ ფავორიტ სააკაშვილს
  • პოსტივი·13:39
    დავით ქართველიშვილი: „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – როგორც ჩანს, საქართველოში ზოგიერთს, განსაკუთრებით კი – ახალ თაობას, დაავიწყდა, ან არ იცის ის, რაც 2000-იანი წლების საქართველოში არა მხოლოდ კულუარებში, არამედ ლამის საყოველთაოდ იყო ცნობილი – რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის კაცი იყო და ქართველთმოძულე ბიძამისის, რუსული სპეცსამსახურების აგენტის – თემურ ალასანიას, თუ შემდგომ უკვე პირადად მისი კონტაქტებით, სწორედ რუსეთს და რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა”
  • ინფო 9·11:58
    ლადო სადღობელაშვილი ვარდენ მაჭავარიანს: სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს, ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?
სააკაშვილის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·16:13

აშშ-ში, მამაკაცმა ცოლი შვილებისთვის ნაყიდი საშობაო საჩუქრების გამო კამათისას მოკლა - რა დეტალები გახდა ცნობილი პოლიციის ანგარიშიდან?

აშშ-ში, მამაკაცმა ცოლი შვილებისთვის ნაყიდი საშობაო საჩუქრების გამო კამათისას მოკლა - რა დეტალები გახდა ცნობილი პოლიციის ანგარიშიდან?
ამბები.ge·15:39

ქვიზი: რომელი კლასიკური რომანის პერსონაჟი ხარ შენი ხასიათისა და გადაწყვეტილებების მიხედვით?

ქვიზი: რომელი კლასიკური რომანის პერსონაჟი ხარ შენი ხასიათისა და გადაწყვეტილებების მიხედვით?
ამბები.ge·15:09

1-ლი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობა რიგ გზებზე იკრძალება - ნახეთ ჩამონათვალი

1-ლი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობა რიგ გზებზე იკრძალება - ნახეთ ჩამონათვალი
ამბები.ge·14:48

"საკითხავის ფესტივალი" დაიწყო! გაიგეთ, რა ფასდაკლებები დაგხვდებათ ადგილზე

"საკითხავის ფესტივალი" დაიწყო! გაიგეთ, რა ფასდაკლებები დაგხვდებათ ადგილზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.