მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ადვოკატი სვამს კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი ხელს მდინარაძეს ადებდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ადვოკატი სვამს კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი ხელს მდინარაძეს ადებდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ადვოკატი სვამს კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი ხელს მდინარაძეს ადებდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ადოკატს, ლილი გელაშვილს აინტერესებს, რატომ არ ინტერესდება მთავარი საგამოძიებო უწყება ექს-პრემიერის იმ წერილით, სადაც ის წერს, რომ ციხეში მას მამუკა მდინარაძის სახელით შეუგზავნეს წერილი და ბრალის აღიარებას სთხოვდნენ.

ამის შესახებ მან "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

იურისტის თქმით, ბრალდების გაჟღერების შემდეგ პროკურატურა ვალდებული იყო მინიმუმ მოკვლევა მაინც დაეწყო.

ადამიანმა განაცხადა საჯაროდ, რომ შეუგზავნეს წერილები. ამას მოჰყვა ვერსიები - ვინ შეუგზავმა, ეკუთვნოდა თუ არა მას. ამ დროს საგამოძიებო უწყება ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება - ეს კანონით არის გარანტირებული. მას უნდა დაედგინა, რეალურად მოხდა თუ არა ეს ფაქტი, და არა ისე, სამკითხაო დონეზე [დაეტოვებინა] შეაგზავნა წერილი, არ შეაგზავნა?! ვერ გეტყვით რატომ არ [დაიწყეს მოკვლევა] უნდა გაეკეთებინათ თუმცა არ გააკეთეს. იქნებ ცილს სწამებდა ბატონი ირაკლი [მამუკა მდინარაძეს]. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ გამოქვეყნებულიყო, გამოძიება უნდა დაწყებულიყო. გახსოვთ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის თემასთან დაკავშირებით, კითხვა დასვა, მეორე დღეს საგამოძიებო უწყებებმა, თუკი ვინმემ ამ თემაზე რამე დაწერა, ყველა დაიბარეს და გამოკითხვები ჩაატარეს, ხოლო როცა თქვა, რომ წერილი შეუგზავნეს და ამ წერილში საუბარია ისეთ თემებზე, რომელიც რომელც წიმსწრები იყო, რასაც რეალურად ბრალის წარდგენა მოჰყვა, რა თქმა უნდა ამ თემაზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო"- დასძინა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დაადანაშაულა.

19 აგვისტოს ადვოკატმა, ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ, თქვა, რომ მამუკა მდინარაძე უბრალოდ „შემსრულებელი“ იყო.

მდინარაძემ მაშინ შუამავლობა უარყო და თქვა, რომ ღარიბაშვილი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა“.

ფოტო-ილუსტრაცია აღებულია "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • პროკურატურამ "იმერეთის აგრო ზონის" ხელმძღვანელების მიერ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყოBM.GE
  • პრემიერი პატიმარ დავითაძის საქმეზე: ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენება ნორმალური მოვლენაა და შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს, მალევე დაიწყო გამოძიება, ვერც სახალხო დამცველმა დაადგინა და არც პროკურატურის გამოძიებაში არ დადგინდა არავითარი მტკიცებულებარუსთავი 2
  • ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად – კობახიძე დავითაძის საქმის გამოძიებაზენეტგაზეთი
  • პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაასრულაფორმულა
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

"ჩვენი დევიზია - ბოლომდე" - ვახო სანაია დააკავეს

"ჩვენი დევიზია - ბოლომდე" - ვახო სანაია დააკავეს

ტვ პირველი

წერილი, სადაც ღარიბაშვილი მდინარაძეზე საუბრობს, "ჯარის ძარცვის" საქმეს არ დაერთვება

წერილი, სადაც ღარიბაშვილი მდინარაძეზე საუბრობს, "ჯარის ძარცვის" საქმეს არ დაერთვება

ტვ პირველი

ჩვენ არ გავჩუმდებით - ვახო სანაიას პირველი კომენტარი

ჩვენ არ გავჩუმდებით - ვახო სანაიას პირველი კომენტარი

ტვ პირველი

პაპუაშვილი, ვისი შეურაცხყოფის საბაბით ვახო სანაიას პატიმრობა შეეფარდა, პირველ კომენტარს აკეთებს

პაპუაშვილი, ვისი შეურაცხყოფის საბაბით ვახო სანაიას პატიმრობა შეეფარდა, პირველ კომენტარს აკეთებს

ტვ პირველი