ჩვენ არ გავჩუმდებით - ვახო სანაიას პირველი კომენტარი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
ილუზიაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ 30-დღიან პატიმრობას გამოიყენებენ და ამით ადამიანებს გააჩუმებენ - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომელსაც Faceebk სტატუსის გამო, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარეს.
"ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას - ჩვენ ვიცით რას დავწერთ, რას წავიკითხავთ, როგორ მოვუყვებით მაყურებელს, ამ სიტყვებს ჩვენ ვარჩევთ და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცალკე ლექსიკონს ქმნის"- ამბობს სანაია.
"მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით, ეს მეთოდები ამას ვერ შეაჩერებს და საერთოდ ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას. ადამიანები ყოველთვის იტყვიან თავის სიტყვას ამ ქვეყანაში. ამიტომ სრული ილუზიაა, რომ 30 დღით იქნება თუ რამდენიც უნდა იყოს, ამ პატიმრობას მიუსჯიან ადამიანს და შემდეგ ის გაჩუმდება, ეს ასე ვერ მოხდება ვერასდროს. ასე რომ, რამდენი პატიმრობაც უნდათ იმდენი გამოწერონ, ფურცელზე, რაც უნდათ ის დაწერონ და ის წაიკითხონ - ჩვენ ვიცით ჩვენ რას დავწერთ, რას წავიკითხავთ, როგორ მოვუყვებით მაყურებელს ამას, ამ სიტყვებს ჩვენ ვარჩევთ და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცალკე ლექსიკონს ქმნის. მისი ლექსიკონი ჩვენ არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ვახო სანაიამ.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge