ტვ პირველი|tvpirveli.ge
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას წაართმევს და ქვეყანას ევროპისკენ მიმავალ გზას საბოლოოდ გადაუკეტავს - ამის შესახებ სალომე სამადაშვილი აცხადებს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამ მიზნის მიღწევას საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით ცდილობენ.
იმედია, რომ ჩვენ საზოგადოებას ესმის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში, ეს არის, რეალურად, "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენების გზით, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პატიების აკრძალვა გამოიწვევს ორ შედეგს: ერთი, საქართველოს მოქალაქეები, მილიონზე მეტი მოქალაქე დაკარგავს საკუთარ უფლებას, აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები და პოლიტიკური არჩევანის უფლება ქვეყანაში უქმდება და მეორე - საბოლოოდ იკეტება საქართველოსთვის ევროპის კარი, რაც მოდის პირდაპირ წინააღმდეგობაში ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგთან, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge