საბერძნეთის კუნძულებთან მიგრანტების ორი ნავი გადაბრუნდა - დაღუპულია 12 ადამიანი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
საბერძნეთის კუნძულებთან, ლესბოსთან და სამოსთან, მიგრანტების მზიდი ნავების ორ ცალკეულ ინციდენტს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის წყარო ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირველი ინციდენტის დროს ნავი ლესბოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით ღამით საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემს შეეჯახა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი, დაიღუპა.
ცნობის თანახმად, რვა ადამიანი გადაარჩინეს და ავარიის ზუსტი გარემოებები გამოძიებას ექვემდებარება.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge