მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 15:34|tvpirveli.ge

19 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევისა და მისი ოლქის მიმართულებით 16 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ხოლო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს 200-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. სამიზნე ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურა გახდა. დაზიანებულია სამედიცინო კლინიკა, სკოლა, მეტროსადგური და საცხოვრებელი სახლები. მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 10 ობიექტი, ელექტროენერგიის გარეშე კი სულ მცირე 550 ათასი ოჯახი დარჩა. თავდასხმებს მსხვერპლიც მოჰყვა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ პარტნიორებისგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გაფრთხილება კვლავ ვერ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტის ყველა ინიციატივას დადებითად პასუხობდა, თუმცა რუსეთის მხრიდან პასუხი კვლავ სარაკეტო იერიშები და ადამიანების მკვლელობაა. მისი შეფასებით, ვლადიმირ პუტინს არც ომის დასრულება სურს და არც დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმა.

„უკრაინას არასოდეს სურდა ეს ომი და ჩვენ დადებითად შევხვდით პარტნიორების თითოეულ მცდელობას, ღირსეულად დაესრულებინათ იგი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა წინადადებას დადებითად ვპასუხობდით. ბალისტიკური რაკეტები, „შაჰედები“ და მკვლელობები - ეს არის რუსეთის პასუხი, რომელიც კვლავ და კვლავ მეორდება. პუტინს არა მხოლოდ ამ ომის დასრულება არ სურს, არამედ დეესკალაციისკენ რაიმე ნაბიჯის გადადგმაც კი. როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების მიწოდება იბლოკება, ხოლო რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ან გადავადებას იღებს, ეს, სამწუხაროდ, პარტნიორების მხრიდან რეალობის უარყოფაა. სინამდვილეში ომი გრძელდება და გრძელდება მხოლოდ რუსეთის თავდასხმებისა და რუსეთის სურვილის გამო, გააჭიანუროს ეს ომი, - განაცხადა ზელენსკიმ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 294 სტატია.

  • ჩინეთთან და რუსეთთან ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, ევროკავშირთან კი შემცირდა | ICC-ის ინდექსიBM.GE
  • რუბიო: განიხილება აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრაფორმულა
  • დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩებარუსთავი 2
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →ოჯახის →

მსგავსი სტატიები

გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ტრენდს აყვა

გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ტრენდს აყვა

ტვ პირველი

გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა

გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა

ტვ პირველი

ვახოს ვერ შეაშინებენ,  ვერ გაანეიტრალებენ- სანაიას ცოლი

ვახოს ვერ შეაშინებენ, ვერ გაანეიტრალებენ- სანაიას ცოლი

ტვ პირველი

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ტვ პირველი