მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია
ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 15:18|tvpirveli.ge

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის ცოლის და, ადვოკატი ნათია თამაზაშვილი ამბობს, რომ მას "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადება არ მოუსმენია, სადაც ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელების დაპატიმრების შესახებ "წუხილი" გამოთქვა.

ნათია თამაზაშვილის თქმით, ოჯახმა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ იცის.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილი საპროცესო შეთანხმებაზე ან შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ მსჯელობს და შესაბამისად საქმე ამ მიმართულებით არ მიდის.

სიმართლე გითხრათ [ირაკლი კობახიძის განცხადება] არ მომისმენია და ვერ გავაკეთებ შეფასებას. [ბიძინს ივანიშვილის პოზიცია] არ მომისმენია და არ მიყურებია, ვერ გეტყვით. [საპროცესოსოთან დაკავშირებით მსჯელოვა] არ დაგვიწყია. [შეწყალებას ხომ არ ითხოვს ღარიბაშვილი? - ჟურნალისტი] ამ მიმართულებითაც არ გვქონია არანაირი, ასე ვთქვათ, მსჯელობა და ვერაფერს ვერ დაგიზუსტებთ და ვერაფერს ვერ გეტყვით"- თქვა თამაზაშვილმა.

ასევე ნახეთ:

ადვოკატი ლალი აფციაური: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაერთო - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

ცნობისთვის, ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, "ჩელიაბინსკის სინდრომი" მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია რუსთავი 2
  • უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ივანიშვილთან ერთად, მთელ გუნდს აქვს - პაპუაშვილიBM.GE
  • "ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულიფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →ოჯახის →ღარიბაშვილი →

მსგავსი სტატიები

ბრიუსელი "ოცნებას"  დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ბრიუსელი "ოცნებას" დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ტვ პირველი

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

ტვ პირველი

გაფრთხილება: საქართველოში ამინდი უარესდება

გაფრთხილება: საქართველოში ამინდი უარესდება

ტვ პირველი

გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ტრენდს აყვა

გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ტრენდს აყვა

ტვ პირველი