მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელების მიზეზს ასახელებს
„ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელების მიზეზს ასახელებს

„ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელების მიზეზს ასახელებს

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 16:41|tvpirveli.ge

24-25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის დროს „ენგურჰესის“ ოთხი გენერატორის აგზნების სისტემებმა და ძაბვის რეგულატორებმა სათანადოდ ვერ იმუშავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილს ეყრდნობა.

29 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში მებონია აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან კავშირის გაწყვეტისა და საქართველოს იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის შემდეგ განვითარებულმა ავარიებმა ტექნიკური ხარვეზები გამოავლინა.

„მიმდინარე წლის 24-25 ივლისის სასისტემო ავარიებმა, რომელიც განვითარდა საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს და რასაც მოჰყვა ენერგოსისტემის მთლიანი ჩაქრობა, აჩვენა, რომ N1, 3, 4 და 5 გენერატორების აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ სასისტემო ავარიების დროს განვითარებულ პროცესებზე“, — ნათქვამია ლევან მებონიას წერილში.

კომპანია საჭიროდ მიიჩნევს მოძველებული მართვისა და კონტროლის სისტემების თანამედროვე ციფრული მოწყობილობებით ჩანაცვლებას. ამ მიზნით „ენგურჰესმა“ 16 ოქტომბერს გერმანულ კომპანია Voith Hydro-სთან 560 ათასი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვამ თბილისის მეტროს, რკინიგზისა და წყალმომარაგების მუშაობა შეაფერხა. სემეკის წინასწარი შეფასებით, ავარიების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლოა „ენგურჰესის“ ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემის არასწორი მუშაობა ყოფილიყო. მარეგულირებელმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარვეზები ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გამოვლინდა.

25 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. ელექტროენერგიის მორიგი მასშტაბური გათიშვა 5 აგვისტოსაც მოხდა, როდესაც „ენგურჰესის“ აგრეგატებზე ტესტირება მიმდინარეობდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ტვ პირველი

"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რა აჩვენა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე მისვლით

"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რა აჩვენა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე მისვლით

ტვ პირველი

ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"

ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"

ტვ პირველი

ცნობილია, რომელ ქვეყანაში გაყიდა სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ნავთობი

ცნობილია, რომელ ქვეყანაში გაყიდა სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ნავთობი

ტვ პირველი