მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"
ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"

ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია - "პენ საქართველო"

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 17:20|tvpirveli.ge

"პენ საქართველო" მკაცრად გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევამ და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებამ გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების პირდაპირ სამიზნედ აქცია.

ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს ხელისუფლების კრიტიკისთვის აპატიმრებენ, ხოლო თავისუფალი სიტყვა დასჯის საფუძველად იქცევა, დემოკრატია აღარ არსებობს. ვახო სანაიას დაპატიმრებას ერთ კონკრეტულ შემთხვევად ვერ განვიხილავთ − ეს განსხვავებული აზრის დევნისა და მოქალაქეების დაშინების სისტემური პოლიტიკის ნაწილია. პენ საქართველო სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და მოითხოვს მისი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებას." - წერია განცხადებაში.

"ფორმულას" წამყვანს Facebook სტატუსუს გამო, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა.

ტელეწამყვანს ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, შეუფარდეს პატიმრობა.

სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფარცხალაძის შურისძიების კვალი - ვინ დაწერა იმ კომპანიების სია, რომელსაც რუსეთში ღვინო და მინერალური წყალი ვეღარ გააქვს

ფარცხალაძის შურისძიების კვალი - ვინ დაწერა იმ კომპანიების სია, რომელსაც რუსეთში ღვინო და მინერალური წყალი ვეღარ გააქვს

ტვ პირველი

საქსტატი მოსახლეობის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს: რამდენია საქართველოს მოსახლეობა 2026 წელს?

საქსტატი მოსახლეობის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს: რამდენია საქართველოს მოსახლეობა 2026 წელს?

ტვ პირველი

ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას - პაატა ბურჭულაძე

ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას - პაატა ბურჭულაძე

ტვ პირველი

ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ტვ პირველი