მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

გიორგი და დავით ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი, შვილის სიცოცხლის საფრთხეზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, გლდანის ციხეში გიორგი ფეიქრიშვილის საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა.

როგორც ქალი განმარტავს, ინფორმაცია იმავე წყაროსგან მიიღო, რომელმაც ოჯახს მანამდე დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ აცნობა. მისივე თქმით, შეტყობინების მიღების შემდეგ ოჯახის წევრები გლდანის ციხისკენ გაემართნენ.

რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილის ძმას, დავით ფეიქრიშვილს, ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

აღნიშნულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური უარყოფს. უწყება განმარტავს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი სამარტოო საკანში, 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისად, ცემის ფაქტიც სიმართლეს არ შეესაბამება.

ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს ძალადობასა და გამოძალვასთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს. ვატო და შოთა ყიფიანები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი, სამართალდამცველებმა 15 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პენიტენციური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პენიტენციური: დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონიაფორმულა
  • პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემიარუსთავი 2
  • სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებშინეტგაზეთი
  • 2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენიმედი
პენიტენციური →

მსგავსი სტატიები

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება

ტვ პირველი

"ძალადობის კვალი არ აქვს" - ადვოკატი, რომელმაც გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა, ამბობს, რომ ის ციხეში არ უცემიათ

"ძალადობის კვალი არ აქვს" - ადვოკატი, რომელმაც გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა, ამბობს, რომ ის ციხეში არ უცემიათ

ტვ პირველი

"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე გაგუდა" - ფოთში მომხდარ მკლელობასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე გაგუდა" - ფოთში მომხდარ მკლელობასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

ტვ პირველი

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს" - გიორგი ფეიქრიშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს" - გიორგი ფეიქრიშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა

ტვ პირველი