მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "ძალადობის კვალი არ აქვს" - ადვოკატი, რომელმაც გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა, ამბობს, რომ ის ციხეში არ უცემიათ | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
"ძალადობის კვალი არ აქვს" - ადვოკატი, რომელმაც გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა, ამბობს, რომ ის ციხეში არ უცემიათ | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

"ძალადობის კვალი არ აქვს" - ადვოკატი, რომელმაც გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა, ამბობს, რომ ის ციხეში არ უცემიათ | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში არ უცემიათ. ამის შესახებ ინტერესების დამცველმა გიორგი ფეიქრიშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ვნახე, შემხვდა იქ, დავილაპარაკეთ, გავისაუბრეთ. სანამ მე შევხვდი გოგა ფეიქრიშვილს, მანამდე შეხვდა ომბუდსმენის წარმომადგენელი. არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მარჯვენა ხელის მტევანი აქვს გადაჭრილი ერთი კვირის უკან, - ამბობს ადვოკატი.

თავად ფეიქრიშვილის დედა კი ამბობს, რომ ადვოკატის გამოტანილი ინფორმაცია მისთვის სანდო არ არის.

მე აღარც ადვოკატი მჯერა. იძახის, რომ ჩემი თალით ვნახეო. მე თავიდანვე ვიძახოდი, შევიდნენ ერთად და გამოვიდნენ ერთად, ეს იქნებოდა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი, იმიტომ, რომ რატომ გაიპარა ასე ქურდივით ომბუდსმენის წარმომადგენელი? რატომ არ შეიძლებოდა, რომ გაჩერებულიყო... მე ვთხოვე, რომ დაწერონ დასაბუთება, სახელმწიფო დანაშაული მოხდა და სახელმწიფო დუმს... გვყავს პრემიერ-მინისტრი, გვყავს ამხელ მთავრობა... გთხოვთ, ბატონო ბიძინა, ფორს მაჟორის დროს ხომ თქვენ ყოველთვის ჩნდებით? თქვენც ხომ გყავთ შვილები? გეხვეწებით, გამეცით პასუხი, - ამბობს ფეიქრიშვილის დედა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 25 ოქტომბერს, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში მისი შვილი ვატო ყიფიანმა სცემა.

ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული უარყო და გამოთქვა მზაობა, ციხეში ფეიქრიშვილთან ადვოკატი დღესვე, კვირა დღეს შეეშვა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ფექირიშვილი საპატიმრომში ომბუდსმენის წარმომადგენელმაც მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ ფექირიშვილზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რომელმაც

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • დაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა | შსსBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელსრუსთავი 2
  • პრემიერი: იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი და ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. ამ არჩევნების და პირველი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა, ხალხისთვის თავისუფლების და ღირსების დაბრუნებაიმედი
  • პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულაფორმულა
რომელმაც →ციხეში →

მსგავსი სტატიები

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება

ტვ პირველი

"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე გაგუდა" - ფოთში მომხდარ მკლელობასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე გაგუდა" - ფოთში მომხდარ მკლელობასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

ტვ პირველი

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს" - გიორგი ფეიქრიშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს" - გიორგი ფეიქრიშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა

ტვ პირველი

პენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"

პენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"

ტვ პირველი