მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. რუსული რაკეტა ხარკოვში საავადმყოფოს მოხვდა - დაშავებულია 62 ადამიანი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
რუსული რაკეტა ხარკოვში საავადმყოფოს მოხვდა - დაშავებულია 62 ადამიანი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

რუსული რაკეტა ხარკოვში საავადმყოფოს მოხვდა - დაშავებულია 62 ადამიანი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე კომბინირებული სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანეს. 3 ნოემბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის დროს ერთ-ერთი რაკეტა ნემიშლიანსკის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას მოხვდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 62 ადამიანი.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, აფეთქების შედეგად საავადმყოფოსა და მიმდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ათასზე მეტი ფანჯარა ჩაიმსხვრა.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დარტყმა სამედიცინო დაწესებულების კორპუსებს შორის დამაკავშირებელ გადასასვლელზე განხორციელდა. დაზიანებულია საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების შენობაც.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. უსაფრთხოების მიზნით, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში 226 პაციენტის ევაკუაცია მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. გრძელდება თავდასხმის შედეგების აღმოფხვრა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამოღებულია 28 040 ლარის უაქციზო სიგარეტი და 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა - დაკავებულია ერთი პირი

ამოღებულია 28 040 ლარის უაქციზო სიგარეტი და 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა - დაკავებულია ერთი პირი

ტვ პირველი

"ოცნების" დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა - TI

"ოცნების" დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა - TI

ტვ პირველი

დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა - რა ჩანს და ისმის ფარულ ჩანაწერში

დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა - რა ჩანს და ისმის ფარულ ჩანაწერში

ტვ პირველი

მასშტაბური კიბერშეტევა ევროპის სუპერმარკეტებზე - ჰაკერებმა მაცივრების ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაზარდეს

მასშტაბური კიბერშეტევა ევროპის სუპერმარკეტებზე - ჰაკერებმა მაცივრების ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაზარდეს

ტვ პირველი