მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა - რა ჩანს და ისმის ფარულ ჩანაწერში
დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა - რა ჩანს და ისმის ფარულ ჩანაწერში

დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა - რა ჩანს და ისმის ფარულ ჩანაწერში

ტვ პირველი3 ნოემბერი, 2026, 10:57|tvpirveli.ge

"პირველებისთვის" ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგროც ირკვევა, დაკავებულთაგან ერთ-ერთი იმ მოზარდის დედაა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვან შვილს მოწყალებას და 100 ლარის შეგროვებას ცემით, მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა.

საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ სკოლის მოსწავლე სისტემური ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია.

უმძიმეს ფაქტზე ხელბორკილები დაადეს ასევე კიდევ ერთ ქალს, რომელიც "პირველების" ინფორმაციით ბავშის დედის მეგობარია.

ჩანაწერში ისმის, რომ თუ სკოლის მოსწავლეს დადგენილ თანხას არ შეაგროვებდა, იქამდე მოწყალებსი შეწყვეტას ვერ შეძლებდა. ირკვევა, რომ ტრეფინგის მსხვერპლი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა და საგაკვეთილო პროცეს სისტემატურად აცდენდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდაBM.GE
  • ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლესფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები - საიას განცხადება

ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები - საიას განცხადება

ტვ პირველი

საქართველოში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა - ყველაზე მეტად ტრანსპორტი გაძვირდა

საქართველოში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა - ყველაზე მეტად ტრანსპორტი გაძვირდა

ტვ პირველი

რამ გამოიწვია ხანძარი გადასვლელ ხიდზე - მოვაჭრეები განზრახ ქმედებას არ გამორიცხავენ

რამ გამოიწვია ხანძარი გადასვლელ ხიდზე - მოვაჭრეები განზრახ ქმედებას არ გამორიცხავენ

ტვ პირველი

კობახიძეს ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა - ექსპერტები "ოცნების" ლიდერის ბრიუსელში ვიზიტს აფასებენ

კობახიძეს ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა - ექსპერტები "ოცნების" ლიდერის ბრიუსელში ვიზიტს აფასებენ

ტვ პირველი