მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებს
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებს

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებს

ტვ პირველი16 ნოემბერი, 2026, 10:18|tvpirveli.ge

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა განახლდება, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

სარჩელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი. ისინი შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის − გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

საკონსტიტუციო სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვასრუსთავი 2
  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება - პაველ ჰერჩინსკიBM.GE
  • გახარია: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურიაფორმულა
  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
აკრძალვის →სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

ამოღებულია 62 შეკვრა „მეთადონი“ და „მარიხუანა“ - შსს

ამოღებულია 62 შეკვრა „მეთადონი“ და „მარიხუანა“ - შსს

ტვ პირველი

ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა - დააკავეს 11 პირი

ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა - დააკავეს 11 პირი

ტვ პირველი

ამოღებულია 62  520 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია 2 პირი

ამოღებულია 62 520 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია 2 პირი

ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან პროკურორი დღეს შევა

ირაკლი ღარიბაშვილთან პროკურორი დღეს შევა

ტვ პირველი