
„ხელისუფლების მხილება ეკლესიის ამბიონიდან სასულიერო პირების მოვალეობაა“ - დეკანოზი ბესარიონი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
ეკლესიის ამბიონიდან ხელისუფლების კრიტიკა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების მხილება სასულიერო პირების მოვალეობაა - ამის შესახებ სანზონის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი მიტროპოლიტ იობის კრიტიკულ ქადაგებას იცავს და ყურადღებას ამახვილებს ნარკომანიის, ემიგრაციის, ქართული მიწების გასხვისებისა და აზარტული თამაშების პრობლემებზე. მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ხოლო ეკლესიის მხრიდან მათზე საჯაროდ საუბარი მიუღებელი არ უნდა იყოს.
მივესალმები საზოგადოებას - მართმადიდებლ ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის თავს და რომლისთვისაც ეპისკოპოსის თუ მღვდელმსახურის მხრიდან მხილება მიუღებელია ამბიონიდან. უპირველეს ყოვლისა, მინდა შევახსენო ყველას, რომ ამბიონი არის ის ადგილი, საიდანაც გაისმის ღვთის სიტყვა და ერის და ხელისუფლების მოწოდება და მხილება არაეკლესიური ქმედებების წინააღმდეგ. ამჯერად მინდა შევეხო მეუფე იობის ქადაგებას. რა თქვა მეუფემ თავის ქადაგებაში, რას შეეხო იგი? რაც ყველას არ ტკივა დღევანდელ ყოფიერ ცხოვრებაში: არ იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა ნარკოტიკის მოხმარებით? არ იცლება საქართველო ქართველი ახალგაზრდებისგან? არ ივსება მათი ადგილი უცხო ტომელებით? არ იყიდება ქართული მიწები? კაზინოები, რომელსაც ამხელა რეკლამა უკეთდება არ ანგრევს ოჯახებს, არ აგდებს მშობელებს და მათ ახლობლებს განსაცდელში? და ვინ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების აღმოფხვრაზე? მთავრობამ, ალბათ დამეთანხმებით.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge