მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, საკმაოდ გაბედული, რომ არ ვთქვა, “თავხედური“ ნაბიჯია - ვიქტორ ყიფიანი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, საკმაოდ გაბედული, რომ არ ვთქვა, “თავხედური“ ნაბიჯია - ვიქტორ ყიფიანი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, საკმაოდ გაბედული, რომ არ ვთქვა, “თავხედური“ ნაბიჯია - ვიქტორ ყიფიანი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელს, ვიქტორ ყიფიანს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები არც თუ ისე სასიკეთო მოლოდინებს უქმნის შესაძლო გადაწყვეტილების გადმოსახედიდან.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, ეს მოლოდინები იმ ეტაპებმა გააჩინა, რაც საჯარო სხდომებმა და წინსწრებმა პროცესებმა აჩვენა.

ყიფიანი მიიჩნევს, რომ თავად პროცესი უნიკალურია, რა მარტო ქართული, არამედ განვითარებული სამართლებრივი სივრცისთვის.

ეს პროცესი არის უნიკალური არა მარტო ქართული, არამედ განვითარებული სამართლებრივი სივრცისთვის, რადგან ასე ერთბაშად რამდენიმე პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, საკმაოდ გაბედული, რომ არ ვთქვა, თავხედი ნაბიჯია. ჩვენ უნიკალური მიგნებების მომსწრენი შეიძლება გავხდეთ. სარჩელი იმდენად პოლიტიკურია, რომ შეუძლებელია არ გასცდეთ ფარგლებს და არ დაკონცენტრირდე თვითონ პოლიტიკურ გარემოზე, რომელიც სარჩელის ირგვლივ შეიქმნა. შიდა სასარჩელო საფუძვლების გამოკვლევა, გარე გარემოებებიდან მოწყვეტილად, იქნება ერთ-ერთი წინა პირობა არაკვალიფიციური, უსამართლო და არაკომპეტენტური გადაწყვეტილების გამოტანისკენ, - ამბობს ის.

ყიფიანს მოლოდინებზე საუბარი უჭირს, თუმცა, ცალსახად მიაჩნია, რომ “ეს არის ნაბიჯი გადადგმული დესტაბილიზაციისა და დეესკალაციისაკენ“.

მოლოდინზე ვერ გეტყვით, თუმცა, კიდევ ერთი, რაც უნდა შევახსენოთ ჩვენ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პარტია არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების შექმნის უფლება, პოლიტიკური პარტიების მეშვეობით ხდება განსხვავებული პოლიტიკური აზრების გახმოვანება, პოლიტიკური პარტიების აგვლით, განსხვავებული პლიტიკური აზრის გახმოვანება, მათ შორის არის საზოგადოებაში წინააღმდეგობების მშვიდობიანი არაძალადობრივი გზით გადაჭრის საშუალება. თუ შენ ამ საშუალებას სპობ, ბუნებრივია დიდ ნაბიჯს აკეთებ მკვეთრი კონფრონტაციული რეჟიმისკენ, ამიტომ, მნიშვნელობა ამ პროცესის, ეს არ არის მხოლოდ პროცედურული დემოკრატიის, არამედ, ეს არის, რასაც “ცნება“ ხშირად გავყვედრებს, მშვიდობა და სტაბილურობა, ასეთი პროცესების განვითარებით, ეს არის ნაბიჯი გადადგმული დესტაბილიზაციისა და დეესკალაციისაკენ, მე არ მინდა ვთქვა, რომ დაველოდოთ ვერდიქტი, როგორი იქნება, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ მთლიანობაში, მიმდინარეობა ძალიან უსიამოვნო განცდას ტოვებს, - ამბობს ყიფიანი.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით “ველის მოსუფათვების“ შემდეგ, არ ნიშნავს, რომ მათი ხმები მიედინება ველზე დარჩენილი ოპოზიციისკენ.

როგორც პრაქტიკა და ერთგავრი სტატისტიკა აჩვენებს, ეს არ ნიშნავს გადანაწილებას გაუქმებულებიდან არსებულებისკენ. ყველაზე დიდი საფრთხე რაც შეიძლება მხოდეს აქ, არის ის, რომ დიდი რაოდენობა ამ ხმების არ გავიდეს არჩევნებზე და დაბალი აქტივობის პირობებში “ოცნებამ“ მიიღოს დამატებითი ფორა, - ამბობს ყიფიანი.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • სახალხო დამცველმა პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინაფორმულა
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
  • "ჩვენ ვერ გავემიჯნებოდით იმას, რაც ჩვენთან კავშირში არ იყო" - ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზერუსთავი 2
  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება - პაველ ჰერჩინსკიBM.GE
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

გეგელიას თქმით, თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არის

გეგელიას თქმით, თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არის

ტვ პირველი

ყოფილ პოლიციელს, რომელიც ზინოვნიკას საქმეში ფიგურირებს, საპროცესო გაუფორმდა

ყოფილ პოლიციელს, რომელიც ზინოვნიკას საქმეში ფიგურირებს, საპროცესო გაუფორმდა

ტვ პირველი

მეუფე იობს ივანიშვილმა აგინა - ლევან გოგიჩაიშვილი

მეუფე იობს ივანიშვილმა აგინა - ლევან გოგიჩაიშვილი

ტვ პირველი

ზელენსკისა და მადიარის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგემება - სიბიჰა

ზელენსკისა და მადიარის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგემება - სიბიჰა

ტვ პირველი