მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "მიზანი რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაა" - ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა
"მიზანი რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაა" - ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

"მიზანი რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაა" - ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

ტვ პირველი23 ნოემბერი, 2026, 20:19|tvpirveli.ge

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა - ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, „ჩრდილოვან ფლოტს“, კრიპტო პლატფორმებსა, რუს სპორტსმენებსა და მებრძოლებს.

ლაიენის ცნობით, ტრანზაქციების აკრძალვა დაახლოებით 60 რუსულ ბანკზე გავრცელდება და აღნიშნული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გაითიშება.

მისივე განცხადებით, ევროკომისიამ წინადადება წარადგინა იმის შესახებ, რომ ვიზების გაცემა აიკრძალოს იმ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.

მიზანი რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაა, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი დაასრულოს. ჩვენ გავაგრძელებთ ახალი სანქციების წარდგენას იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ნამდვილ მზადყოფნას არ გამოავლენს. აღნიშნული პაკეტით ზეწოლას სამი მიმართულებით ვაძლიერებთ. უფრო მეტად ძლიერ დარტყმას ვაყენებთ რუსეთის მიერ ომის დაფინანსების წყაროებს მისი ბანკებისა და კრიპტო პლატფორმების მიზანში ამოღებით. რუსეთის იზოლირებას კიდევ უფრო მეტად ვახდენთ. მისთვის ევროპულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის კარს ვხურავთ. ვამკაცრებთ სავიზო წესებს და აღსრულებას უფრო ვაძლიერებთ. ჩვენს ზომებს ვამკაცრებთ კრიპტო და საგადასახადო ქსელების მიმართ. აქცენტს ვაკეთებთ რუსეთზე, თუმცა ეს მოიცავს მესამე ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სანქციების ახალ პაკეტში ენერგეტიკულ მომსახურებაზე აკრძალვა ფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, კერძოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობასა თუ შეკეთებაში დახმარების გაწევას ვერ შეძლებენ. ასევე, სანქციებს სიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 70-ზე მეტი გემი დაემატება.

ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ ევროპელებს რუსული კომპანიების მმართველ საბჭოებში თანამდებობის დაკავება აეკრძალოთ.

ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „სპორტული ღონისძიებები პროპაგანდული საქმიანობის ფორუმი ვერ იქნება“.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 258 სტატია.

  • მედვედევი: უკრაინამ და ნატომ შექმნეს ვითარება, როცა რუსეთი ბირთვულ დარტყმას განიხილავსფორმულა
  • რუსეთის თავდასხმებმა ოდესის ელექტროქსელები დააზიანა და ქალაქში ელექტრომომარაგება შეაფერხაBM.GE
  • გიორგი კალანდია რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსრუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მეუფე იობი: როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება?

მეუფე იობი: როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება?

ტვ პირველი

ეს უბინძურესი კამპანია შეიძლება დასრულდეს ჩემი ანგარიშსწორებით ან რაღაცის ჩადებით - თორნიკე რაზმაძე

ეს უბინძურესი კამპანია შეიძლება დასრულდეს ჩემი ანგარიშსწორებით ან რაღაცის ჩადებით - თორნიკე რაზმაძე

ტვ პირველი

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ტვ პირველი

„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ევროპარლამენტში 25 ნოემბერს დებატები გაიმართება

„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ევროპარლამენტში 25 ნოემბერს დებატები გაიმართება

ტვ პირველი