
საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
ტვ პირველი|tvpirveli.ge
საკონსტიტუციო სასამართლოშიოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება.
სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელი პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ.
სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge