მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება
რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება

რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 22:04|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში სუროგაციას ინდუსტრიისა და მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის სახე აქვს მიღებული, რის გამოც მკაცრი რეგულაციების პირობებში რისკების დაზღვევა შეუძლებელია და სრული აკრძალვა უფრო გამართლებულია.

ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა და განმარტა, რატომ თქვა ხელისუფლებამ უარი სფეროს მკაცრ რეგულირებაზე. მინისტრის თქმით, სუროგაციის სრულად აკრძალვას ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაც ირჩევს, მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომელთაც ძლიერი სამედიცინო და სამართლებრივი სისტემები აქვთ (მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი).

სარჯველაძის განმარტებით, მკაცრი რეგულაციის შემთხვევაში, პრობლემად რჩება ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობა და კონტროლის მექანიზმები, რადგან ჩნდება გაყალბებისა და სიმულაციების მაგალითად, ფიქტიური ქორწინებების დიდი რისკი.

„საქართველოში გავითვალისწინოთ, რომ პრაქტიკულად ინდუსტრიის სახე აქვს ამას მიღებული მზარდი დინამიკით. რეალურად, დღეს მედიცინის ეს დარგი, სამწუხაროდ, ემსახურება მხოლოდ ინდუსტრიულ განვითარებას. პრაქტიკულად, ეს არის მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა და არაფერი სხვა ამაში არ უნდა იქნეს დანახული და აღმოჩენილი. ეს რას ნიშნავს, იცით? როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება, რასაკვირველია, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულია. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც რეგულაციასა და აკრძალვას შორის გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ამ ფაქტორს უნდა მიენიჭოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს სრული აკრძალვა პროცესის იატაკქვეშეთში გადასვლას და ხომ არ აჯობებდა საბერძნეთის მსგავსად ალტრუისტული სუროგაციის დაშვება, მინისტრმა უპასუხა, რომ საქართველოში კომერციული სამედიცინო სექტორის წილი გაცილებით დიდია, ვიდრე სახელმწიფო სექტორის, რაც კონტროლს ართულებს. მისივე თქმით, სწორედ გამონაკლისების დაშვება ქმნის „ჩრდილში გადანაცვლების“ საფრთხეს.

„თუ ქვეყანაში რაიმე გარემოებების არსებობის შემთხვევაში დაშვებული იქნება სუროგაციით დაბადებული ბავშვის ამ გზით დაბადებულად რეგისტრაციის შესაძლებლობა, ეს ნიშნავს, რომ ამას ყველაფერს შეიძლება ძალიან ბევრი რამ მიეტმასნოს და ცალკეულ შემთხვევებში ვინმე სწორედ იატაკქვეშეთიდან გამოსაძრომს პოულობდეს. მეორე მხრივ, როდესაც აკრძალავ და არ იქნება დაშვებული, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი ასეთად იქნეს რეგისტრირებული, რისკი გაცილებით ნაკლებია და პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი. სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვი დარეგისტრირდება იმ ქალის შვილად, ვინც იმშობიარა“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილების შესახებ 22 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მმართველი გუნდის ინიციატივას 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე, მიესალმა პატრიარქი შიო III-ც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • პატრიარქი: სუროგაციის აკრძალვა ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯიფორმულა
  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სუროგაციის აკრძალვაზე: ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაციარუსთავი 2
  • პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდატვ პირველი
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
აკრძალვის →ოცნების →

მსგავსი სტატიები

რამდენი ტრილიონი დაკარგეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა

რამდენი ტრილიონი დაკარგეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა

BM.GE

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები 7%-ით შემცირდა, გატარებული ნავთობის 18% ყაზახური და თურქმენული იყო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები 7%-ით შემცირდა, გატარებული ნავთობის 18% ყაზახური და თურქმენული იყო

BM.GE

ჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს დირექტორის პოსტზე დაბრუნდა

ჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს დირექტორის პოსტზე დაბრუნდა

BM.GE

ოქტომბერში ლარი დოლართან წლიურად 4.5%-ით გამყარდა - მსოფლიო ბანკი

ოქტომბერში ლარი დოლართან წლიურად 4.5%-ით გამყარდა - მსოფლიო ბანკი

BM.GE