მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. შალვა კერესელიძე „ოცნებას“: შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და მის დამორჩილებაზე ფიქრს
შალვა კერესელიძე „ოცნებას“: შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და მის დამორჩილებაზე ფიქრს

შალვა კერესელიძე „ოცნებას“: შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და მის დამორჩილებაზე ფიქრს

ტვ პირველი24 ნოემბერი, 2026, 13:55|tvpirveli.ge

„გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე მიტროპოლიტ იობის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და მმართველი გუნდი ეკლესიაზე გავლენის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიტროპოლიტ იობის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები არა მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირის, არამედ ეკლესიის, წმინდა სინოდისა და პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ამით მითი მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე დიდი მცველის და ეროვნულობის გადამრჩენი „ოცნების“ ხელისუფლების შესახებ დაიმსხვრა და სიცრუე აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ამ ყველაფრისგან გამოსავალი ლაშა ნაცვლიშვილის დაჯარიმებაში ნახეთ. ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ მეუფე იობზე, არამედ ეს იყო თავდასხმა ეკლესიაზე, წმინდა სინოდსა და პატრიარქზე. თქვენ ასეთი ქმედებით დაადასტურეთ, რომ სიმართლის თქმას, განსხვავებული აზრის გამოთქმას სინოდის წევრებსაც არ პატიობთ და სახელისუფლებო პროპაგანდის რისხვით პასუხობთ. რა თქვა მეუფემ არასწორი? - ის, რომ ქვეყანაში განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, ერი გადაბერების და გადაშენების საფრთხის წინაშე რომ დგას? რატომ არ აქვეყნებს თუ იცით რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. იმიტომ, რომ შედეგები საგანგაშოა გაზრდილი მიგრაციით, დაცლილი სოფლებით,უკიდურესად შემცირებული შობადობით. ხალხი სიდუხჭირის გამო ემიგრაციაში მიდის იმიტომ, რომ ნორმალური ანაზღაურების გადახდა არ გინდათ, თქვენი ბიზნეს კოლონიზატორები კი ინდოეთიდან იაფი მუშახელის ჩამოყვანაზე ფიქრობენ, რათა საკუთარ მამულებში მუქთად ამუშაონ და კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ. რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? ის, რომ ნარკომანიამ და ნარკომოვაჭრეებმა დაავადმყოფდა მთელი ახალგაზრდა თაობა? თუ სახელმწიფო ყველანაირი შეღავათებით ხელს, რომ უწყობს და ახალისებს აზარტულ თამაშებს და ასეთი ცოდვით ნაშოვნი ფულით ქვეყანას რომ ღუპავთ ამიტომ ამხედრდით? ქვეყანაში გამეფებული კორუფციის მთავარი მიზეზი სისტემური მმართველობითი ჩავარდნა, სისტემური კორუფცია და კორუფციაში მხილებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები რომ არიან, ეს არის არასწორი? თუ თბილისის მერიაში გახმაურებული მექრთამეობა და აღებ-მიცემობაა სიცრუე და შეთხზული ამბავი? ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუის-ურბნისის მიტროპოლიტს მეუფე იობს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და წმინდა სინოდს. შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში მოქცევას. იცოდეთ ბოლოს ეკლესია გამხელთ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილ მიუტევებელ ცოდვებში. ეკლესია მუდამ უნდა იყოს დამოუკიდებელი და ქვეყნის და ხალხის ინტერესების დამცველი“,- აღნიშნა კერესელიძემ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტებაBM.GE
  • მეუფე იობი „ქართულ ოცნებაზე“: მხარს ვუჭერდი, მაგრამ გადაუხვიეს და მხილება იყო საჭიროფორმულა
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართარუსთავი 2
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ხმაური საკონსტიტუციოში - "ქალბატონო ანა, (წითლიძე) თავი დაიწყნარეთ"

ხმაური საკონსტიტუციოში - "ქალბატონო ანა, (წითლიძე) თავი დაიწყნარეთ"

ტვ პირველი

სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით - კობახიძემ თორნიკე რაზმაძის მიმართ მუქარაზე იხუმრა

სამხარაძე დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით - კობახიძემ თორნიკე რაზმაძის მიმართ მუქარაზე იხუმრა

ტვ პირველი

მანქანის დგომის გამო დაწყებული ჩხუბი ვერაზე ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა

მანქანის დგომის გამო დაწყებული ჩხუბი ვერაზე ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა

ტვ პირველი

საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებს სოციალური დახმარება მოუხსნეს...სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - დეკანოზი ლევან ჯიქური

საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებს სოციალური დახმარება მოუხსნეს...სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - დეკანოზი ლევან ჯიქური

ტვ პირველი