ორიგინალი
„თუ ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება“ - ევროკომისარი "ოცნებას" | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ტვ პირველი

„თუ ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება“ - ევროკომისარი "ოცნებას" | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია და კურსის შეცვლის გარეშე წინსვლა შეუძლებელი იქნება — ეს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისარ ჰენა ვირკუნენისგან მიიღო.

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, რომელიც პაატა ბურჭულაძის საქმესა და ქვეყანაში არსებულ პოლიტპატიმრებს შეეხებოდა, ევროკომისარმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და დემოკრატიული უკუსვლა მწვავედ გააკრიტიკა.

ჰენა ვირკუნენის განცხადებით, 2024 წლიდან მოყოლებული საქართველოში ფუნდამენტურ უფლებებზე ზეწოლა მკვეთრად გაიზარდა, რაც ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება როგორც ზოგადად პოლიტიკურ დევნას, ისე კონკრეტულად პაატა ბურჭულაძის სასამართლო პროცესს და მოითხოვს ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებას.

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ სასამართლო დევნებსა და დაკავებებს. 2024 წლიდან საქართველომ დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა. 2026 წლის გაფართოების ანგარიშმა აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებზე მზარდი ზეწოლა, სამოქალაქო სივრცის უფრო მეტად შევიწროება, ისევე, როგორც ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია. ამ კონტექსტში ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ პაატა ბურჭულაძის საქმეს. მაშინ, როდესაც მისი აპელაცია განიხილება, საქართველოს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი და პატიმრობის სათანადო პირობები უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის საქართველოს ვალდებულებებთან შესაბამისად “ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის” ფარგლებში და როგორც კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებთან შესაბამისად. ევროკავშირი ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფებების ერთგული რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნისგან. სამწუხაროდ, ბოლო წლების მოვლენები ქვეყანას ევროკავშირის გზისგან აშორებს. დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები დააქვეითა ხელისუფლებასთან და დახმარება შეაჩერა, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ხელისუფლებისთვის. 2026 წლის მარტში ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის. ამავდროულად, ევროკავშირი მტკიცედაა განწყობილი, დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც დემოკრატიული ღირებულებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად მუშაობენ. გაფართოება არის და მომავალშიც დარჩება პროცესი, რომლებიც სრულიად იქნება დამოკიდებული ყოველი პარტნიორის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტებიდან დაწყებული. თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, მის გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება. გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, რომ შეაბრუნონ ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლონ ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, და აზრიან დიალოგში ჩაერთონ ყველა პოლიტიკურ მხარესთან. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის გვერდში დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება თუ საქართველოს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან ხელახლა თანხვედრას გადაწყვეტს,” - განაცხადა ვირკუნენმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „თუ ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება“ - ევროკომისარი "ოცნებას" | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

თემა: ოცნების

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • ნიუპოსტი·01:54
    „ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ... ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას“ — გიორგი ზურაბაშვილი
  • ინტერპრესნიუსი·01:15
    გიორგი ზურაბაშვილი - რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და აძლიერებს ყალბ პროპაგანდას, თითქოს „ოცნება“ პრორუსულია - ეს მიმართულია, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს
  • ინფო 9·00:43
    გიორგი ზურაბაშვილი: მიუხედავად სირთულეებისა, მაინც საჭირო და აუცილებელია გაგრძელდეს დიალოგი, რადგან ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას, მივაღწიოთ ურთიერთობების დარეგულირებას, ტერიტორიების გაერთიანებას, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას - ერთიან, ძლიერ საქართველოს
  • პოსტივი·00:36
    გიორგი ზურაბაშვილი: “რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით ეს ყველაფერი მიმართულია “ქართული ოცნების” მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს”
ოცნებისხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·00:07

"ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან" - ევროპარლამენტარი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

"ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან" - ევროპარლამენტარი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ტვ პირველი·00:03

ევროპარლამენტარი: დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს

ევროპარლამენტარი: დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს
ტვ პირველი·23:46

ტობიას კრემერი: ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს

ტობიას კრემერი: ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს
ტვ პირველი·23:33

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში: აღმაშფოთა ინფორმაციამ, რომ შემდეგი რაუნდები შესაძლოა, მოსკოვში ან თბილისში შედგეს

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში: აღმაშფოთა ინფორმაციამ, რომ შემდეგი რაუნდები შესაძლოა, მოსკოვში ან თბილისში შედგეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.